სს „კრისტალი-94“-ის 83.006% აქციონერის კახა ბაჯელიძეს სავალდებულო სატენდერო შეთავაზება აქციონერებს
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს კრისტალი-94-ის აქციათა გამოსასყიდ ფასად (ქვემოთ განსაზღვრული) ყიდვის თაობაზე კეთდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53 2 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა კახა ბაჯელიძის („მყიდველი“) მიერ სს კრისტალი-94-ის ხმათა საერთო რაოდენობის ½-ზე მეტის შეძენა.
● გამოსყიდვის პირობები და პროცედურები.
მყიდველი ფლობს სს კრისტალი-94-ს გამოშვებულ 35701 (ოცდათხუთმეტი ათას შვიდას ერთი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 83.006% და სურს გამოისყიდოს სს კრისტალი-94-ის დარჩენილი 7309 (შვიდი ათას სამას ცხრა) ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს კრისტალი-94-ის გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 16,994 %-ს შეადგენს.
● სს კრისტალი-94-ის აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 41.27 (ორმოცდაერთი ლარი და 27 თეთრი) ლარს ერთ აქციაზე.
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გრძელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
● სს კრისტალი-94-ის გამოშვებული აქციების დარჩენილი 16,994%, ანუ (შვიდი ათას სამას ცხრა) აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში, შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით.
● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.
● სს კრისტალი-94 აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შპს „ეროვნული რეესტრი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. № 41, მე-6 სართ., ტელ. (+995 32) 231 11 74).
დაგვიანებით შემოსული განაცხადები „მყიდველის“ მიერ განხილული არ იქნება.
● „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53 2 მუხლის შესაბამისად, შედგენილი აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ სს კრისტალი-94 შემდეგ მისამართზე: 'ქ. თბილისი, სამგორის ქ. №3.
მყიდველი: კახა ბაჯელიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „კრისტალი-94“-ის 83.006% აქციონერის კახა ბაჯელიძეს სავალდებულო სატენდერო შეთავაზება აქციონერებს“?
- დიახ, განცხადება „სს „კრისტალი-94“-ის 83.006% აქციონერის კახა ბაჯელიძეს სავალდებულო სატენდერო შეთავაზება აქციონერებს“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.06.2018.
- როდის იქნა მიღებული „სს „კრისტალი-94“-ის 83.006% აქციონერის კახა ბაჯელიძეს სავალდებულო სატენდერო შეთავაზება აქციონერებს“?
- „სს „კრისტალი-94“-ის 83.006% აქციონერის კახა ბაჯელიძეს სავალდებულო სატენდერო შეთავაზება აქციონერებს“ მიღებულია 06.06.2018. მიმღები ორგანო — სს „კრისტალი-94“-ის 83,006% წილის მფლობელი აქციონერი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს „კრისტალი-94“-ის 83.006% აქციონერის კახა ბაჯელიძეს სავალდებულო სატენდერო შეთავაზება აქციონერებს“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „კრისტალი-94“-ის 83.006% აქციონერის კახა ბაჯელიძეს სავალდებულო სატენდერო შეთავაზება აქციონერებს“, №0, 06.06.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4218264/