⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.06.2018
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-131
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,505 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2018 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-131 2018 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ევროინტეგრაციის საკითხებზე საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხელშეწყობა; ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის და მონიტორინგის უზრუნველყოფა. ასევე, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა და აღნიშნული დღის წესრიგის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიული დოკუმენტების და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა/კოორდინაცია; გ) „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან და მონაწილე პარტნიორ ქვეყნებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობის ხელშეწყობა; დ) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სფეროებში შესაბამისი რეფორმების განხორციელების კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა; ე) ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური და სხვა) და საქართველოში ევროკავშირის წევრ და კანდიდატ, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა; ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთობლივი ინსტიტუტების მუშაობაში მონაწილეობა; ზ) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომების მომზადება და წარმართვა; თ) ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, აგრეთვე ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებში არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან პირდაპირი კომუნიკაცია, ანალიტიკური და მიმდინარე ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით; ი) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით წინადადებების შემუშავება, ასევე აღნიშნული დაახლოების მიზნით წარმოებული მთარგმნელობითი საქმიანობის კოორდინაცია; ლ) საქართველოში ევროკავშირის ორმხრივი დახმარების ფარგლებში არსებული პროექტების/პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework) და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების პრიორიტეტული მიმართულებების საქართველო მთავრობასა და ევროკომისიას შორის შეთანხმების კოორდინაცია; მ) ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტებისა და ორმხრივი ვალდებულებების განმსაზღვრელი სამართლებრივი დოკუმენტების (ყოველწლიური სამოქმედო გეგმების, საფინანსო შეთანხმებების, მემორანდუმების) ხელმოსაწერად მომზადების პროცესის კოორდინაცია; ნ) ევროკავშირის საზღვრისპირა (CBC) და ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამების ფარგლებში არსებული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია და აღნიშნული პროგრამების ფარგლებში არსებულ გადაწყვეტილებების მიღების მრავალმხრივ ფორმატებში მონაწილეობა; ო) ევროკავშირის დახმარების ინსტიტუციური განვითარების პროგრამების (TWINNING, TAIEX, SIGMA და სხვა) დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის კოორდინაცია და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებებთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა; პ) საქართველოში ევროკავშირის რეგიონული, თემატური და სხვა სახის დახმარების პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, დახმარების მიმღებ ორგანიზაციებთან და ევროკომისიის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ჟ) ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციისა და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; ასევე, ევროკავშირის პროექტების მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა. 2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამის დონეზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, კომპეტენციაში შემავალი მიმართულებებით; ე) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; ვ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებს; ზ) საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობისა და დაგეგმილი აქტივობების შესრულების მდგომარეობის შესახებ. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) უფროსის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ; დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ შესაბამის დოკუმენტაციას; ზ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დირექტორატის უფროსის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; ი) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; ლ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; მ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ნ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების (სამმართველოების) მუშაობის კოორდინაციას; ო) დირექტორატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს მის მოვალეობას, დირექტორატის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სექტორული ინტეგრაციის სამმართველო; ბ) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველო. მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სექტორული ინტეგრაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, მათ შორის უწყებებთან კოორდინაციით, ვალდებულებების შესრულების თაობაზე შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების და განხორციელების ხელშეწყობა; გ) ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში მრავალმხრივი და ორმხრივი გეგმების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; დ) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სფეროებში შესაბამისი რეფორმების შემდგომი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, მათ შორის, უწყებებთან კოორდინაციით, ვალდებულებების შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტების მომზადება; ვ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება; ზ) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომების მომზადება და სამდივნოს ფუნქციების განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით წინადადებების შემუშავება, ასევე აღნიშნული დაახლოების მიზნით წარმოებული მთარგმნელობითი საქმიანობის კოორდინაცია; ი) ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების საკითხებზე საინფორმაციო და ანალიტიკური მასალების მომზადება; კ) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება; ლ) ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა; მ) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა განხორციელების, დაგეგმვისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 2. ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ევროკავშირის დახმარების მარეგულირებელი საფინანსო შეთანხმებების და სხვა საბაზისო დოკუმენტების მომზადებისა და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია. ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო დოკუმენტის (Single Support Framework (SSF)) და ყოველწლიური სამოქმედო პროგრამების დაგეგმვა, დარგობრივ უწყებებთან შეთანხმება და განხორციელების კოორდინაცია; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით, ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; გ) ევროკავშირის დახმარების ინსტიტუციური განვითარების პროგრამების (TWINNING, TAIEX, SIGMA და სხვა) ადმინისტრირების ოფისის (Programme Administration Office - PAO) ფუნქციების განხორციელება (ENP-ის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, სადაც აღნიშნულ პროგრამების კოორდინაცია ხორციელდება ცალკე არსებული სტრუქტურული ერთეულების (PAO) საშუალებით) და ამ მიმართულებით დარგობრივ უწყებებთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ევროკომისიის სტრუქტურებთან (DG NEAR, EEAS) აქტიური თანამშრომლობა; დ) ევროკავშირის საზღვრისპირა (CBC) და ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ერთიანი საკონტაქტო სტრუქტურის ფუნქციის შესრულება და პროგრამის ფარგლებში არსებულ მრავალმხრივ მოლაპარაკების ფორმატებში მონაწილეობა. ასევე, CBC პროგრამის ბენეფიციარი ორგანიზაციების მხარდაჭერა პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით; ე) ევროკავშირის სპეციალურ თანამეგობრობის პროგრამებში (Community Programmes) საქართველოს ჩართულობის ხელშეწყობა და აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარი სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა; ვ) საქართველოში ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კოორდინაცია და ევროკავშირის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისთან (OLAF) აქტიური თანამშრომლობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტების მომზადება; თ) დარგობრივი უწყებების ინფორმირება (სემინარების, კონფერენციების ორგანიზება) ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელების პროცედურების, წესებისა და რეგულაციების შესახებ; ი) ევროკავშირის დახმარების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ევროკომისიის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა; კ) საქართველოში ევროკავშირის რეგიონული, თემატური და სხვა სახის დახმარების პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, დახმარების მიმღებ ორგანიზაციებთან და ევროკომისიის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება. მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით (კურატორ მინიტრის მოადგილესა და ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსთან შეთანხმებით), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსის და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.