,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის N109 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-133
სარეგისტრაციო კოდი
480010000.22.030.016179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-133

2018 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების   დეპარტამენტის   დებულების   დამტკიცების   თაობაზე“   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007  წლის 14 ივნისის №109 ბრძანებით (სსმ III, 19.06.2007წ.,№84, მუხ. 908) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა უშუალოდ წარმართოს მუშაობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო პრიორიტეტების მიხედვით; კომპეტენციის ფარგლებში, შეიარაღების კონტროლის, განიარაღების, გაუვრცელებლობის და ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების და საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; შეიარაღების კონტროლის, განიარაღების, გაუვრცელებლობის კუთხით და ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების  სფეროში  უცხოეთის  ქვეყნებთან  მრავალმხრივ  საფუძველზე თანამშრომლობა; სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმების ხელშეწყობა“.

2.

მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,თ“, ,,ი“, ,,კ“, ,,ლ“, ,,მ“, ,,ნ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,თ) ახალ საფრთხეებთან – ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერ-დანაშაულთან, ნარკოტრეფიკინგთან, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი), გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან,    უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა და საქართველოს სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლობის კოორდინაცია;

ი) შეიარაღების კონტროლის, განიარაღების და გაუვრცელებლობის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;

კ) თავდაცვის, უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლის, განიარაღების და გაუვრცელებლობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან და        აღნიშნულ        ორგანიზაციებთან        არსებულ        საქართველოს        დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან  და  მისიებთან  მუშაობა    და  მათთან  საქართველოს  სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;

ლ) საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის, უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლის,  განიარაღების  და გაუვრცელებლობის  საკითხებზე  მომუშავე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;

მ) უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობის  მიღება  და  საჭიროების  შემთხვევაში  მათი  რატიფიცირებისა  და დენონსირების შესახებ შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების საფუძველზე რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

ნ) უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადებისას უსაფრთხოების სფეროში შემავალი საკითხების ასახვის უზრუნველყოფა.“.

3.

მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 და მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,4. ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) შეიარაღებაზე კონტროლის, განიარაღების და გაუვრცელებლობის საერთაშორისო დოკუმენტებთან და რეჟიმებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა. საქართველოს მიერ შესაბამისი მიმართულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან  და ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს დეპარტამენტებთან ერთად მუშაობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის საკითხებზე მუშაობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებთან სამინისტროს და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისი საბრძოლო მასალების საუტილიზაციო პროექტების განხორციელების მიმართულებით;

ე)  საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან სამინისტროს და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის უზრუნველყოფა საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით (ლაბორატორიული ინვენტარი, სპეციალური მოწყობილობები და ა.შ.) აღჭურვის პროექტების განხორციელების მიზნით;

ვ) ეუთოს საინფორმაციო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა „ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ“ ვენის 1999 წლის დოკუმენტის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების და ღია ცის ხელშეკრულებების შესაბამისად;

ზ) საქართველოს მიერ შესაბამისი რეჟიმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე შესაბამისი ინფორმაციების და ანგარიშების მომზადება, მომზადების მონიტორინგი და  კოორდინაცია  მათი დანიშნულებისამებრ გავრცელების მიზნით;

თ) საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე შესაბამის   მრავალმხრივ თანამშრომლობებთან და ინიციატივებთან ურთიერთობების წარმართვაში მონაწილეობის მიღება;

ი) დეპარტამენტის ერთიანი სასაუბროების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გატარების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი საკანონმდებლო აქტების მომზადება;

მ) რიგი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და შესაბამისი შეთანხმებების განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების პროცესის კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამინისტროს და საქართველოს დაინტერესებული უწყებების მუშაობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია;

ო) საზღვრის დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა;

პ) შავი ზღვის სამხედრო საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ შეთანხმების საკითხებზე მუშაობა და სათანადო საექსპერტო ჯგუფებში საქმიანობა;

ჟ) სპეციალური დიპლომატიური ნებართვის გაცემის კოორდინაცია უცხო ქვეყნის სამხედრო საზღვაო საშუალებებისთვის;

რ) როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის სამხედრო საზღვაო საშუალებებისთვის მრავალეროვნულ სწავლებებსა და ვარჯიშებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვებით უზრუნველყოფის კოორდინაცია;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად, უსაფრთხოების საკითხებზე კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა.

5. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ პოზიციებზე საქართველოს წარმომადგენლების დასაქმების, არჩევით და დანიშვნით პოზიციებზე საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდის ხელშეწყობა;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ  ვაკანსიებზე ინფორმაციის მოძიება, მათ შორის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წრმომადგენლობების ჩართულობით;

გ) მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, განთავსება მონაცემთა ბაზაში/ სპეციალურ ვებგვერდზე, მისი მართვა და სისტემატური განახლება;

დ) საკონტრაქტო ვაკანსიებზე განაცხადების წარდგენის პროცესის კოორდინაცია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატებისათვის ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა, შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა და დახმარება, რათა შესაბამისი განაცხადი და მოთხოვნილი დოკუმენტაცია იყოს სრულყოფილი და მოთხოვნასთან მიმართებით სრულ შესაბამისობაში;

ე) საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციის შემუშავება წარდგენილი კანდიდატის ლობირებასთან დაკავშირებით, რაც საჭიროებს დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზაციას;

ვ) საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, პროფესიული საჯარო მოხელეების წარდგენის მიზანშეწონილობის განსაზღვრა იმ პოზიციებზე, რომლებისთვისაც სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებას; შესაბამის კანდიდატთა წინასწარი შერჩევის პროცედურის განხორციელება, კანდიდატთა წარდგენის პროცესისა და შესაბამისი კამპანიის დაგეგმვა და კოორდინაცია;

ზ) ეუთოს საველე მისიებში საქართველოს მოქალაქეების წარდგენის მიზანშეწონილობის განსაზღვრა იმ პოზიციებზე, რომლებისთვისაც სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებას და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით,  კანდიდატთა წარდგენის პროცესის კოორდინაცია;

თ) ევროკავშირის CSDP მისიებში მონაწილეობის კოორდინაცია, როგორც პროფესიული საჯარო მოხელეების მისიებში წარგზავნის უზრუნველყოფის, ასევე ზოგადად, საქართველოს მოქალაქეთა ევროკავშირის მისიებში საკონტრაქტო პოზიციებზე დასაქმების ხელშეწყობის ჩათვლით;

ი) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციითა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში მაღალ თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების განსაზღვრა;

კ) სამუშაო ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, შესაბამისი ორგანიზაციების მოთხოვნების, პრაქტიკისა და პროცედურების უკეთ გაცნობის მიზნით;

ლ) ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე სტატისტიკის წარმოება;

მ) ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

შენიშვნა: ამ პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პოზიციებში იგულისხმება ე.წ. seconded პოზიციები, რომლებისთვისაც საერთაშორისო ორგანიზაცია ანაზღაურებს დასაქმებულის მხოლოდ დღიურ ხარჯებს, ხოლო ანაზღაურების ნაწილის უზრუნველყოფას ახდენს წარმდგენი ქვეყანა.".

მუხლი 2
ეს   ბრძანება   ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე   და   მისი   მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი