საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი

მიღების თარიღი 29.12.2017
ძალაში შესვლა 01.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/220/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016535
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/06/2018
matsne.gov.ge 537 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2017 მიღება
01.06.2018 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 100% 29.12.2017 საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 99% 11.02.2019 საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი (2016 წ.) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 29.05.2020 საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი (2017 წ.) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 29.05.2020 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით ლევან კაკავა 90% 07.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი პრეამბულა ,,თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 16 დეკემბრის შეთანხმებაზე დაყრდნობით (შემდგომში როგორც ,,შეთანხმება“), საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ცალკე მოხსენიებულნი როგორც ,,მხარე“, ხოლო ერთობლივად მოხსენიებულნი როგორც ,,მხარეები“) შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი I მიზანი ამ ოქმის მიზანია 2013 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტის განსაზღვრა, რომელიც განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2013 წლის 16 დეკემბრის შეთანხმებაზე დაყრდნობით. მუხლი II 2013 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტი 1. შეთანხმების შესაბამისად თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან დაგეგმილია საქართველოსთვის 192.000,00 (ას ოთხმოცდათორმეტი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტური აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დახმარების გაწევა. 2. ამ სახსრებით სამხედრო აღჭურვილობით დახმარება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად. მუხლი III ზოგადი დებულებები 1. პროექტის განსახორციელებლად შესაძენი მასალის სახეობა და რაოდენობა განისაზღვრება მხარეების მიერ პროექტის სახით თბილისში სამხედრო ატაშეს საშუალებით ერთობლივი მუშაობის შედეგად და საბოლოო ფორმა მიეცემა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ. 2. გრანტის სახით გადასაცემი მასალის შეძენა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ თურქეთიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ამ სახსრებით, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, არ შესრულდება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, არ იქნება შეძენილი მოხმარების საგნები. 4. გრანტის სახით გადაცემული მასალა გამოიყენება მხოლოდ დაგეგმილი პროექტის მიზნებისთვის. 5. გრანტის სახით გაცემული მასალის მესამე ქვეყნისათვის ან ორგანიზაციისთვის გადაცემა და დაკავშირებული მასალის განკარგვა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის თანხმობით. 6. გრანტის სახით გადაცემული მასალების საქართველოში შეტანასთან დაკავშირებული ყველა საბაჟო პროცედურა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი. ეს პროცედურები არ გამოიწვევს თურქეთის რესპუბლიკისათვის რაიმე სახის ფინანსურ, ადმინისტრაციულ და სამართლებრივ ვალდებულებებს. 7. გრანტის სახით გადაცემული მასალების ტექნიკური მომსახურება, ფუნქციონირება და შენარჩუნება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. მუხლი IV უფლებამოსილი ორგანოები და საკონტაქტო პირები 1. ამ ოქმის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებია: თურქული მხარის სახელით:  თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბი, ქართული მხარის სახელით:  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2. ოქმთან დაკავშირებით საკონტაქტო პირებია: თურქული მხარის სახელით:  თბილისში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, ქართული მხარის სახელით: საქართველოს თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში. მუხლი V დავათა მოგვარება, ცვლილებები და დამატებები 1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებისა და/ან კონსულტაციების გზით და არ გადაეცემა ნებისმიერ მესამე პირს, ორგანიზაციას, არბიტრს, ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს. 2. წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ ოქმის VI მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი VI ძალაში შესვლა წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ ოქმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. მუხლი VII მოქმედების ვადა და შეწყვეტა 1. ეს ოქმი მოქმედებს იმ შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში, რომელსაც ოქმი ეყრდნობა. შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, ოქმი შეწყდება სხვა რაიმე მოქმედების გარეშე. 2. თუკი ერთ-ერთი მხარე მივა დასკვნამდე, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ან არ შეუძლია შეასრულოს ამ ოქმის დებულებები, ოქმი შეწყდება ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ამ ოქმის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივად გაკეთებული წერილობითი შეტყობინების დღეს. მუხლი VIII ტექსტი და ხელმოწერა შესრულებულია ქ. ანკარაში 2017 წლის 29 დეკემბერს ორ დედნად, თითოეული თურქულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ ოქმის დებულებათა განსახვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით                    თურქეთის რესპუბლიკის  მთავრობის სახელით (ხელმოწერილია )                                                                                                             (ხელმოწერილია )