შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/32158-17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი – სალომე გურგუჩიანი
განმცხადებელი (მოვალე) – შპს ,,იბერია მით ჰოლდინგი“(ს.ნ 405108217)
წარმომადგენელი – თორნიკე ართქმელაძე
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს ,,იბერ მით ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის მოწვევის საკითხი და,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დაეზუსტებინა სს ,,თიბისი ბანკის'' მიმართ შპს ,,იბერ მით ჯორჯიას“ ვალი - 2 813 624.21 ლარი და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მიმართ შპს ,,იბერ მით ჯორჯიას“ ვალი - 2 227 772.17 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 5 041 396.38 ლარს და 2016 წლის 17 მარტის ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებული 1 831 731 აშშ დოლარი წარმოადგენდა თუ არა ერთსა და იმავე თანხას, ამასთან, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარკვევით უნდა მიეთითებინა მისთვის ცნობილი კრედიტორების ნუსხა.
2017 წლის 4 დეკემბერს ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა თამარ ცაგურიშვილმა.
2017 წლის 8 დეკემბრს მიღებული იქნა განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
კრედიტორთა კრების პირველი ფორმატის ფარგლებში 2018 წლის 21 მარტს, 2018 წლის 26 მარტს და 2018 წლის 4 ივნისს მოწვეულ იქნა სხდომები.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრის და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო.
ვინაიდან კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომებზე ვერ მოხერხდა დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა საკითხის განხილვა, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-ე-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2018 წლის 11 ივლისს, 16:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:
● კრედიტორთა მოთხოვნების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე