აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.06.2018
ძალის დაკარგვა 01.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №97/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017556
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№97/ნ
2018 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
დანართი
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული
მუხლი 1🔗.
ტრენინგ-მოდულის მიზანი
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის (შემდგომში – ტრენინგ-მოდული) მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ა) ტრენინგ-მოდული – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას;
ბ) საკონტაქტო საათი – სააუდიტორო მეცადინეობებისთვის განკუთვნილი საათების რაოდენობა;
გ) არასაკონტაქტო საათი – ტრენინგ-მოდულის განხორციელების პროცესში მონაწილის დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი დრო, რომელიც ეთმობა მიცემული დავალებების შესრულებას, საკითხავი მასალის დამუშავებასა და დამოუკიდებელ პრაქტიკას;
დ) ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი – ორგანიზაცია ან პირი, რომელთანაც მუნიციპალიტეტი ითანამშრომლებს აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების ან/და აღმზრდელ-პედაგოგობის მსურველი პირებისთვის წინამდებარე ტრენინგ-მოდულის ჩატარების მიზნით.
მუხლი 3🔗.
სამიზნე ჯგუფი
ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფები არიან:
ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტით აღმზრდელ-პედაგოგის განათლებასთან დადგენილ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად;
ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად/ მეთოდისტად.
მუხლი 4🔗.
ტრენინგ-მოდულის აღწერა
1. ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 2 საათი. ტრენინგ-მოდული ჯამში მოიცავს 66 საკონტაქტო და 34 არასაკონტაქტო საათს.
2. ტრენინგ-მოდულში წარმოდგენილია თემები/აქტივობები, თითოეული თემის/აქტივობის მიზანი, აღწერა, განხორციელებისთვის საჭირო დრო და რესურსების ჩამონათვალი, მონაწილის შეფასების სისტემა. აღნიშნული სავალდებულოა ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულისთვის.
3. დამკვეთი მუნიციპალიტეტი, ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციასთან ერთად წინასწარ განსაზღვრავს ტრენინგ-მოდულის განხორციელების განრიგს (დღეებისა და სესიების განაწილებას). ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის ჯამური საკონტაქტო საათის დაცვა სავალდებულოა.
4. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი დამკვეთ მუნიციპალიტეტს წარუდგენს ხარისხიანი ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ჩამონათვალს. მონაწილეები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი ტრენინგ-მოდულით გათვალისწინებული საკითხავი ლიტერატურითა და სამუშაო ფურცლებით.
მუხლი 5🔗.
ტრენინგ-მოდულის განხორციელება
1. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი გეგმავს და დამკვეთ მუნიციპალიტეტს წარუდგენს ტრენინგ-მოდულის დეტალურ გეგმას.
2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ტრენინგ-მოდულის გეგმა ტრენინგის მიმწოდებლის მიერ თანხმდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან.
3. ტრენინგ-მოდულის განხორციელების ადგილი განისაზღვრება დამკვეთი მუნიციპალიტეტის მიერ.
4. ტრენინგ-მოდულის განხორციელება შესაძლებელია როგორც ერთ, ორ, ისე სამ სესიად. აუცილებელია ტრენინგ-მოდულის განხორციელების დღეებს შორის დაცული იყოს პრაქტიკული დავალებების განხორციელებისთვის საჭირო გონივრული/შესაბამისი პერიოდი.
5. დაუშვებელია ერთი დღის ფარგლებში სამ სესიაზე მეტის ჩატარება.
6. თითოეულ ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 25.
მუხლი 6🔗.
მონაწილეთა შეფასების სისტემა
1. ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით.
2. ტრენინგ-მოდულის წარმატებით გასავლელად მონაწილემ უნდა დააგროვოს 60 ქულა 100 ქულიდან, რის შემდეგაც გადაეცემა ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მუხლი 7🔗.
ტრენინგ-მოდულის შინაარსი
1. ტრენინგ მოდულის შინაარსი წარმოდგენილია დანართი №1-ით.
2. ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა შეფასების სისტემა წარმოდგენილია დანართი №2-ით.
3. ტრენინგ-მოდული ითვალისწინებს ტესტის ჩატარებას მონაწილეებისათვის, რომელთა შინაარსს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
4. ტრენინგ-მოდულთან დაკავშირებულ საკითხავ მასალას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
5. ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა სამუშაო რვეულის შინაარსს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.