შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრეები - მარინა ბაბუნაშვილი , მელანო ბაბუნაშვილი, მერაბი ბაბუნაშვილი, ტარიელ ბაბუნაშვილი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აუქციონის დანიშვნის შესახებ
აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8
ელ ფოსტა: specialist@mali.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს პირველი საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
|
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M 421 |
|
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: მარინა ბაბუნაშვილი (პ/ნ 53001018032); მის: წყალტუბო, სოფელი ფარცხანაყანევი მე15 ქუჩა №24 მელანო ბაბუნაშვილი (პ/ნ 53001054302); მის: წყალტუბო, სოფელი ფარცხანაყანევი მე15 ქუჩა №24 მერაბი ბაბუნაშვილი (პ/ნ 53001044946); მის: წყალტუბო, სოფელი ფარცხანაყანევი მე15 ქუჩა №24 ტარიელ ბაბუნაშვილი (პ/ნ 53001018009); მის: წყალტუბო, სოფელი ფარცხანაყანევი მე15 ქუჩა №24 |
|
აუქციონის ჩატარების დრო: 21.06.2018 წლის 12:00 სთ-დან 25.06.2018 წლის 13:00 სთ_მდე |
| აუქციონის ჩატარების ადგილი: eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი“ |
|
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 22 263.45 ლარი |
|
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: რაიონი წყალტუბო, სოფელი ფარცხანაყანევი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4550 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №01 განაშენიანების ფართობი-200 კვ.მ., საერთო ფართი-170.3 კვ.მ. № 02-54 კვ.მ. საკადასტრო კოდი:29.11.42.158 |
|
გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშობა; |
|
აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს. ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისიფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა. გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს. დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1(ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს “ინდექსი“ მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ. ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან. სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე. |