„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №129
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 55 ერთეულით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა: აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაცია;
ბ) ყველა იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილისა და ლტოლვილის და მათი შთამომავლების ღირსეული დაბრუნების, რეინტეგრაციისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; ფართო სამოქალაქო ინტეგრაციული პროცესების წარმართვა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციების განხორციელება შესაბამისი წარმომადგენლების მეშვეობით ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ყოფილი სამხერთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან უწყებათაშორისი თანამშრომლობა;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ეგიდით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და სხვა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის გაღრმავების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების ხელშეწყობა და კოორდინაცია, აგრეთვე ამ ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა;
ზ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური კურსისა და სტრატეგიის თაობაზე წინადადების შემუშავება.“.
3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური კურსისა და სტრატეგიის თაობაზე წინადადების შემუშავების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი.“.
4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხთა სამმართველო;
ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;
გ) პოლიტიკური ანალიზის სამმართველო;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველო;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების საკითხთა სამმართველო;
ზ) პროექტების მართვის სამმართველო;
თ) აღმასრულებელი სამდივნო.“.
5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ჟ“ ქვეპუნქტი.
6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:
„ს) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.“.
7. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| სტრუქტურა, თანამდებობა | რაოდენობა |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 4 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 3 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში | 2 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი | 1 |
| სამმართველოს უფროსი | 7 |
| მთავარი სპეციალისტი | 14 |
| უფროსი სპეციალისტი | 11 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე |
3 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 |
| საქმეთა მმართველი | 1 |
| სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 4 |
| სულ | 55 .“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური