კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/32
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება №02/32

2018 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №2 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 4).

 

გენერალური დირექტორი                                                                                        ნ. ანთიძე

 

                                                                    დანართი

ფოტო

                 დასახელება

სააღრიცხვო ბარათის №

1

 

 

სანათლავი (ემბაზი)

შექმნის დრო –VI-VII სკ.

მასალა, ზომა – 85-60-45სმ.

ამჟამინდელი ადგილსამყოფელი – თიანეთის მხარეთმცოდნეობის

მუზეუმი .

 

 

№003408