„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№100
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.130.016309
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №100

2018 წლის 14 ივნისი

ქ. საჩხერე

 

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 04/02/2016წ. სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.130.016181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი



დანართი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით წარმატებული სპორტსმენების, ახალგაზრდებისა და პედაგოგების დაჯილდოების წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო;

ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს ჩემპიონატში საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატებში;

გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი;

დ) წარმატებული ახალგაზრდა – მუნიციპალიტეტის კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლე/ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა I, II, III საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში, რომელიც კონკურსში მონაწილეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით;

ე) წარმატებული გუნდი – სპორტულ, ინტელექტუალურ, კულტურულ-შემოქმედებით ჩემპიონატებსა და კონკურსებში საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა I ან II ადგილი.


მუხლი 3. წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება
1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 700 ლარი; II ადგილი – 500 ლარი; III ადგილი – 300 ლარი;

ბ) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 400 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; III – ადგილი 200 ლარი;

გ) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი;

დ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი;

ე) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 500 ლარი; II – ადგილი 300 ლარი; III – ადგილი 200; ე1) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: I ადგილი – 400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი; ე2) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი- 200 ლარი, III ადგილი – 150 ლარი;

ვ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში: I ადგილი 800 – ლარი; II ადგილი – 600 ლარი;

ზ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

თ) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი;

ი) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი – 600 ლარი;

კ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი; კ1) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: I ადგილი – 1200 ლარი, II ადგილი – 900 ლარი, III ადგილი – 700 ლარი; კ2) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 400 ლარი;

ლ) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 3000 ლარი; III ადგილი – 2000 ლარი;

მ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

ნ) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი;

ო) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1200 ლარი;

პ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1200 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; პ1) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 800 ლარი, III ადგილი - 600 ლარი;

ჟ) ოლიმპიური თამაშები: I ადგილი – 10 000 ლარი; II ადგილი – 7 000 ლარი; III ადგილი – 5 000 ლარი;

რ) ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

ს) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმით სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის სპორტსმენზე განსაზღვრული ერთი უმაღლესი საპრემიო თანხის 50% გაიცემა გამარჯვებული სპორტსმენების პირად მწვრთნელებზე. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, ოლიმპიადაში წარმატებულ სპორტსმენთა პირველ მწვრთნელებზე კი ამ სპორტსმენებისათვის განსაზღვრული თანხების 30%.

2. წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი სპორტმენის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.

3. წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.


მუხლი 4. წარმატებული ახალგაზრდის და პედაგოგის დაჯილდოება
1. წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში: I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი;

ბ) საქართველოს ფესტივალებსა და კონკურსებში:„გრან -პრი“ – 400 ლარი; I ადგილი – 300 ლარი.

2. წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს ამ ახალგაზრდაზე გასაცემი თანხის 50% -ით.

3. წარმატებულმა ახალგაზრდამ (კანონიერმა წარმომადგენელმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) წარმატებული ახალგაზრდის (კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი არასრულწლოვნის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.

4. წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) წარმატებული ახალგაზრდის შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.


მუხლი 5. სამუშაო ჯგუფი
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის საკითხს განიხილავს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარეს, მდივანს, ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტით.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.

3. სამუშაო ჯგუფი ამზადებს დასკვნებს და გადასცემს შესაბამის სამსახურს ბრძანების პროექტის მომზადების მიზნით.


მუხლი 6. ჯილდოს გაცემის წესი
ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.

შენიშვნა: წინამდებარე წესი ვრცელდება პარაოლიმპიურ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე