ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.06.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016344
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.04.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №116
2018 წლის 13 ივნისი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016164, გამოქვეყნების თარიღი: 28.04.2015 წელი).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
წესის მიზანი
წესის მიღების მიზანია ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც მოცემული პერიოდისათვის ჰყავს მეპატრონე და იმყოფება მეპატრონის კონტროლქვეშ ან/და რეგისტრირებულია როგორც საკუთრება;
ბ) ცხოველის მეპატრონე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინალურ მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში სტანდარტების შესაბამისი წესებით წვრთნას, რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას;
გ) უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისათვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ დაუდგინდება მეპატრონე;
დ) მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომელიც ცხოვრობს გარკვეულ ტერიტორიაზე და მასზე ხორციელდება ზედამხედველობა მიმკედლებლის მიერ;
ე) უმეთვალყურეო/უზედამხედველო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც დროის მოცემულ მონაკვეთში არ ხორციელდება პატრონაჟი ან ზედამხედველობა და რომელსაც არ გააჩნია მიმკედლებელი;
ვ) ცხოველთა კლასიფიკაცია – წინამდებარე წესით ცხოველთა ჯგუფების პატრონაჟის თვალსაზრისით დადგენილი სისტემა;
ზ) ცხოველის მიმკედლებელი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე, კვება-დაწყურვების უზრუნველყოფაზე, უფლებამოსილი ორგანოს დახმარებით ცხოველთა თავშესაფარში ან საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სურვილით სხვა ვეტერინალურ დაწესებულებაში ცხოველის ვეტერინალური მომსახურების განხორციელებაზე;
თ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისათვის საარსებო პირობების შექმნა: ვეტერინალური ზედამხედველობის უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, ვეტერინალური მკურნალობა;
ი) ვეტერინალური სამედიცინო მომსახურება - ცხოველთა ფიზიკური ჯანმრთელობისათვის საჭირო მომსახურება;
კ) ცხოველების დაცვა – ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები;
ლ) ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) – ცხოველისათვის უმტკივნეულო მეთოდით სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესით განსაზღვრულ შემთხვევებში;
მ) ცხოველთა თავშესაფარი – დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობას, ცხოველებისათვის ახალ მეპატრონეთა მოძიებას და მათთვის გადაცემას;
ნ) უმეთვალყურეო ცხოველების იზოლირება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ უმეთვალყურეო ცხოველების ჰუმანური მეთოდებით აყვანა მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, ცხოველების რეგისტრაცია, სამეცნიერო ზოოლოგიური სტანდარტების მიხედვით შესაბამისი ფართითა და პირობებით უზრუნველყოფა, ვოლიერში ყოფნისას ცხოველთა რაოდენობის დადგენა, ცხოველის სახეობის, ასაკისა და წონის მიხედვით მისაწოდებელი საკვების განსაზღვრა რაციონითა და კალორიულობით, დაწყურება, რეგულარული გასეირნება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვა, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით;
ო) საბელი – ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს პატრონისაგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას;
პ) ალიკაპი – ცხოველის პირზე ასაკრავი საშუალება, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც სხვა ცხოველებისა და ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება;
ჟ) კასტრაცია – ხვადი ცხოველისათვის ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით გამრავლების უნარის შეწყვეტა;
რ) სტერილიზაცია – ძუ ცხოველისათვის ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით გამრავლების უნარის შეწყვეტა.
მუხლი 4🔗.
ცხოველთა კლასიფიკაცია
1. წესი ადგენს ცხოველთა შემდეგ კლასიფიკაციას პატრონაჟის, ზედამხეველობისა და შენახვის თვალსაზრისით, მათი სტატუსის მიხედვით:
ა) პატრონიანი;
ბ) მიკედლებული;
გ) უპატრონო;
დ) უზედამხედველო;
ე) იზოლირებული.
2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება მეპატრონის მიერ ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფაქტობრივი ზედამხედველობის მომენტიდან.
4. ცხოველს უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველთა თავშესაფარში მიყვანიდან არანაკლებ 10 დღის (ან თავშესაფრის დებულებით გათვალისწინებული პერიოდის) შემდეგ.
5. უზედამხედველოდ ჩაითვლება ცხოველი, რომელიც არ პასუხობს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 5🔗.
ცხოველთა მეპატრონის უფლებები და მოვალეობები
1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს - იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი ემოციური, ესთეტიკური ან/და პრაქტიკული მიზნებისათვის.
2. ცხოველის მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები კომერციული მიზნით, სავალდებულოა მოახდინოს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტრში რეგისტრაცია, მოახდინოს ცხოველების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში და ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ან სხვა უფლოებამოსილ ორგანიზაციას და იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას.
4. მეპატრონედ გახდომის უფლება არ აქვთ:
ა) 18 წლამდე ასაკის პირებს, მათი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე;
ბ) პირს, რომელსაც დაეკისრა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა.
5. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან.
6. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე;
ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს ცხოველი საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინალურ დაწესებულებაში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის პირადი ნომერი; საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;
გ) ჭარბი აგრესიულობის ჯიშების ძაღლების ყოლა დაშვებულია მხოლოდ მეპატრონის მიერ ამგვარი ძაღლის წვრთნისა და მოვლა-პატრონობის თაობაზე ტექნიკური მინიმუმის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს უფლებამოსილი ორგანო ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეთანხმებით;
დ) მოდარაჯე ძაღლის დაბმა აკრძალულია 5 მეტრზე ნაკლები სიგრძის თასმით; ამგვარი ძაღლის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია შესასვლელ კარებზე განთავსებული იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა; დაუშვებელია ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა;
ე) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინალურ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
ვ) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარული მოქმედება;
ზ) ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გადაიბაროს, გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში;
თ) ცხოველის დაავადების შესახებ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;
ი) ცხოველის სიკვდილის შესახებ სათანადო ზომების მისაღებად დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ დაწესებულებას ან/და უფლებამოსილ ორგანოს;
კ) ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;
ლ) ცხოველის ლეშის გაუვნებლობა დასაშვებია ბიოთერმულ ორმოში, კრემატორიუმში ან სამარხში;
მ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში ამოქმედება საქართველოს სისხლის სამამრთლის კოდექსის 259-ე მუხლი;
ნ) აკრძალულია ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება; ასევე დაუშვებელია ცხოველთა გაგდება და მიტოვება, რაც იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
ო) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის განხორციელების, ასევე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის შემთხვევაში; ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო (პოლიცია) დაუყონებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს. ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით.
7. საზოგადოებრივი თავშეყრისა და მომსახურების ადგილებში ცხოველის დაშვების საკითხი წყდება შესაბამისი ობიექტის მესაკუთრის შეხედულებისამებრ; აკრძალვის შემთხვევაში ობიექტზე უნდა იყოს დემონსტრირებული შესაბამისი ნიშანი.
8. ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები) ნებადართულია მხოლოდ საბელით და ალიკაპით.
მუხლი 6🔗.
ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო და მისი კომპეტენცია
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციის მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია უშუალოდ სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მეშვეობით.
2. ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოს კომპენტეციას განეკუთვნება:
ა) უპატრონო და უზედამხედველო ცხოველების აყვანა-იზოლაცია, მისი გადაყვანა სათანადო მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილით სპეციალურ სადგომზე, ვეტ.ექიმის შემოწმებამდე და დასკვნის დაწერამდე მოვლა-პატრონობის განხორციელება;
ბ) უზედამხედველო ცხოველების დაჭერა თანამედროვე ძაღლსაჭერით და უმტკივნეულოდ;
გ) დაჭერილ ცხოველთა ტრასპორტირების განხორციელება თავშესაფრამდე სპეციალური ავტომანქანით;
დ) ცხოველთა განთავსება იზოლირებულ საკარანტინო ვოლიერებში და მათზე დაკვირვების განხორციელება თავშესაფრის ვეტექიმების მიერ, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ყველა სახის საჭირო მედიკამენტით, რაც საჭიროა ცხოველთა სრული გამოჯანმრთელებისათვის;
ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და შესაბამისი წესით უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად ვეტექიმთა ჯგუფის მიერ ცხოველთა კასტრაცია-სტერილიზაციის ჩატარება;
ვ) ვეტერინარის დაკვირვების და დასკვნის შედგენის საფუძველზე ჯანმრთელი ძაღლების დაბირკვა და გაშვება აყვანის ადგილას, სტერილიზებული/კასტრირებული კატის შემთხვევაში გამოიყენება ყურის ზედა ნაწილის მცირედი კუპირება, ხოლო სიკვდილის წინა სტადიაში და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში დაავადებული ცხოველების ევთანაზია;
ზ) თავშესაფრის ვოლიერების მოწყობა და მოვლა-პატრონობა თანამედროვე სტანდარტებითა და დადგენილი წესით;
თ) სამედიცინო-ვეტერინალური მომსახურების სისტემატური განხორციელება, დაკვირვება და იზოლირება;
ი) ამ წესით განსაზღვრული სტატუსის (პატრონიანი, მიკედლებული. უპატრონო, უზედამხედველო, იზოლირებული) დადგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
კ) ცხოვლეთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
ლ) ამ წესით და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცხოველების მოკვდინება და შემდგომში პროცედურების განხორციელება;
მ) ამ წესითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 7🔗.
ცხოველთა თავშესაფარი
1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინალური მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ან ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის მხრიდან.
3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
ცხოველთა საკარანტინო ვოლიერები
1. ცხოველთა საკარანტინო ვოლიერებში უნდა განთავსდნენ დამკბენი ცხოველები, რომლებზედაც საჭიროა 10-დღიანი ვეტერინალური ზედამხედველობის განხორციელება. ზედამხედველობის შედეგი უნდა ეცნობოს ჯანდაცვის ორგანოებს, რაც განაპირობებს ანტირაბიული ვაქცინაციის კურსის ხანგრძლივობის განსაზღვრას.
2. საკარანტინო ვოლიერების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვრება დამკბენი ცხოველების რაოდენობის გათვალისწინებით (სასურველია გათვალისწინებულ იქნეს რამდენიმე წლის დაკბენის შემთხვევის საშუალო არითმეტიკული მონაცემები).
3. ვოლიერებში განთავსებულ ცხოველებზე ზედამხედველობას ახორციელებს ვეტერინარი ექიმი და ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის, დაცემის ან 10-დღიანი ზედამხედველობის დამთავრების შემდეგ ინფორმაციას დაუყონებლივ აწვდის ჯანდაცვის ორგანოებს და დაინტერესებულ მხარეებს.
4. ვოლიერების მოწყობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი განთავსების ადგილი, მოცულობა, ცხოველების მოვლა-შენახვის პირობები, ვოლიერებში ცხოველების მომსახურება (დარწყულება, კვება).
5. ცხოველთა ვოლიერების და თავშესაფრის რაოდენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა იმ სავარაუდო სულადობის გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლებელია დაექვემდებარონ მსგავს დაწესებულებაში მოხვედრას.
მუხლი 9🔗.
უზედამხედველო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაცია
1.უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება მხოლოდ სტერილიზაცია/კასტრაციის შესაძლებლობები და მსოფლიოში აპრობირებული სხვა ჰუმანური მეთოდები, რაც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკით და აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
2. უზედამხედველო ცხოველების დაჭერა/აყვანა დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ცხოველთა დაჭერა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი საერთაშორისო ან ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში და გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტი (სერტიფიკატი, ცნობა და ა.შ).
3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები გასხვისებას დაქვემდებარებული უზედამხედველო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიებასა და უპატრონო ცხოველის სტატუსის მქონეთა თავშესაფარში გადაცემის ჩათვლით.
მუხლი 10🔗.
ცხოველების მოკვდინება (ევთანაზია)
1. ცხოველთა მოკვდინება (ჰუმანური მეთოდებით) ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში.
2. ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინება დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ, მის მიერ ხელმოწერილი აქტის საფუძველზე.
3. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ მისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინალური დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში.
4. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერ სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით.
5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით:
ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) ცხოველის საკვებისა და წყალთან წვდომის გარეშე ყოფნით;
ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
6. ევთანაზიის პროცედურის შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია. მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა ან სამარხში განთავსება).
მუხლი 11🔗.
ცხოველების გამოყენება ღონისძიებებში
1. ცხოველების გამოყენება ღონისძიებებში დაიშვება ღონისძიების ორგანიზატორის მიერ, წინამდებარე წესით ცხოველისათვის დადგენილი პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზიანის მიუყენებლად. ამასთან ცხოველმა არ უნდა განიცადოს ისეთი ფარმაკოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი ზემოქმედება, რომელიც გავლენას მოახდენს მის ბუნებრივ ქცევაზე.
მუხლი 12🔗.
ცხოველებზე არათერაპიული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება
1. ცხოველებზე არათერაპიული (კოსმეტიკური) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ამა თუ იმ ჯიშის საყოველთაოდ აღიარებულ კონკრეტულად დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
2. აკრძალულია ცხოველისათვის:
ა) კუდის კუპირება;
ბ) ყურის კუპირება;
გ) დევოკალიზება (დადუმება) სმენის დაქვეითება;
დ) ბრჭყალების და კბილების მოკვეთა ან ხელსაწყოებით მოცვეთა.
3. ყველა ოპერაცია, რომლის დროს ცხოველი განიცდის ტკივილს, უნდა ჩატარდეს ანესთეზიის შესაბამისი ფორმის გამოყენებით, ვეტერინარის მიერ.
მუხლი 13🔗.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპენტეცია ცხოველთა პოპულაციის მართვისა და მოვლა-პატრონობის სფეროში
1. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპენტეციას ცხოველთა პოპულაციის მართვის სფეროში წარმოადგენს:
ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების, მათი ცვლილებებისა და/ან დამატებების შემუშავება, განხილვა და მიღება;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათანადო მუხლის დაფინანსების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 14🔗.
საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა
1. საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია:
ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად, კომპენტენტური ორგანოს და სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლების მიზნად ისახავენ წინამდებარე წესების ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას;
ბ) განახორციელოს შესაბამის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა;
გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაში.