ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №116 |
|
2018 წლის 13 ივნისი ქ. ვანი |
|
ა) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც მოცემული პერიოდისათვის ჰყავს მეპატრონე და იმყოფება მეპატრონის კონტროლქვეშ ან/და რეგისტრირებულია როგორც საკუთრება;
ბ) ცხოველის მეპატრონე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინალურ მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში სტანდარტების შესაბამისი წესებით წვრთნას, რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას;
გ) უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისათვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ დაუდგინდება მეპატრონე;
დ) მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომელიც ცხოვრობს გარკვეულ ტერიტორიაზე და მასზე ხორციელდება ზედამხედველობა მიმკედლებლის მიერ;
ე) უმეთვალყურეო/უზედამხედველო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც დროის მოცემულ მონაკვეთში არ ხორციელდება პატრონაჟი ან ზედამხედველობა და რომელსაც არ გააჩნია მიმკედლებელი;
ვ) ცხოველთა კლასიფიკაცია – წინამდებარე წესით ცხოველთა ჯგუფების პატრონაჟის თვალსაზრისით დადგენილი სისტემა;
ზ) ცხოველის მიმკედლებელი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე, კვება-დაწყურვების უზრუნველყოფაზე, უფლებამოსილი ორგანოს დახმარებით ცხოველთა თავშესაფარში ან საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სურვილით სხვა ვეტერინალურ დაწესებულებაში ცხოველის ვეტერინალური მომსახურების განხორციელებაზე;
თ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისათვის საარსებო პირობების შექმნა: ვეტერინალური ზედამხედველობის უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, ვეტერინალური მკურნალობა;
ი) ვეტერინალური სამედიცინო მომსახურება - ცხოველთა ფიზიკური ჯანმრთელობისათვის საჭირო მომსახურება;
კ) ცხოველების დაცვა – ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები;
ლ) ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) – ცხოველისათვის უმტკივნეულო მეთოდით სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესით განსაზღვრულ შემთხვევებში;
მ) ცხოველთა თავშესაფარი – დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობას, ცხოველებისათვის ახალ მეპატრონეთა მოძიებას და მათთვის გადაცემას;
ნ) უმეთვალყურეო ცხოველების იზოლირება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ უმეთვალყურეო ცხოველების ჰუმანური მეთოდებით აყვანა მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, ცხოველების რეგისტრაცია, სამეცნიერო ზოოლოგიური სტანდარტების მიხედვით შესაბამისი ფართითა და პირობებით უზრუნველყოფა, ვოლიერში ყოფნისას ცხოველთა რაოდენობის დადგენა, ცხოველის სახეობის, ასაკისა და წონის მიხედვით მისაწოდებელი საკვების განსაზღვრა რაციონითა და კალორიულობით, დაწყურება, რეგულარული გასეირნება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვა, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით;
ო) საბელი – ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს პატრონისაგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას;
პ) ალიკაპი – ცხოველის პირზე ასაკრავი საშუალება, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც სხვა ცხოველებისა და ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება;
ჟ) კასტრაცია – ხვადი ცხოველისათვის ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით გამრავლების უნარის შეწყვეტა;
რ) სტერილიზაცია – ძუ ცხოველისათვის ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით გამრავლების უნარის შეწყვეტა.
ა) პატრონიანი;
ბ) მიკედლებული;
გ) უპატრონო;
დ) უზედამხედველო;
ე) იზოლირებული.
2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება მეპატრონის მიერ ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფაქტობრივი ზედამხედველობის მომენტიდან.
4. ცხოველს უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველთა თავშესაფარში მიყვანიდან არანაკლებ 10 დღის (ან თავშესაფრის დებულებით გათვალისწინებული პერიოდის) შემდეგ.
5. უზედამხედველოდ ჩაითვლება ცხოველი, რომელიც არ პასუხობს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ცხოველის მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები კომერციული მიზნით, სავალდებულოა მოახდინოს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტრში რეგისტრაცია, მოახდინოს ცხოველების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში და ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ან სხვა უფლოებამოსილ ორგანიზაციას და იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას.
4. მეპატრონედ გახდომის უფლება არ აქვთ:
ა) 18 წლამდე ასაკის პირებს, მათი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე;
ბ) პირს, რომელსაც დაეკისრა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა.
5. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან.
6. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე;
ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს ცხოველი საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინალურ დაწესებულებაში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის პირადი ნომერი; საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;
გ) ჭარბი აგრესიულობის ჯიშების ძაღლების ყოლა დაშვებულია მხოლოდ მეპატრონის მიერ ამგვარი ძაღლის წვრთნისა და მოვლა-პატრონობის თაობაზე ტექნიკური მინიმუმის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს უფლებამოსილი ორგანო ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეთანხმებით;
დ) მოდარაჯე ძაღლის დაბმა აკრძალულია 5 მეტრზე ნაკლები სიგრძის თასმით; ამგვარი ძაღლის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია შესასვლელ კარებზე განთავსებული იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა; დაუშვებელია ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა;
ე) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინალურ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
ვ) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარული მოქმედება;
ზ) ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გადაიბაროს, გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში;
თ) ცხოველის დაავადების შესახებ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;
ი) ცხოველის სიკვდილის შესახებ სათანადო ზომების მისაღებად დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ დაწესებულებას ან/და უფლებამოსილ ორგანოს;
კ) ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;
ლ) ცხოველის ლეშის გაუვნებლობა დასაშვებია ბიოთერმულ ორმოში, კრემატორიუმში ან სამარხში;
მ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში ამოქმედება საქართველოს სისხლის სამამრთლის კოდექსის 259-ე მუხლი;
ნ) აკრძალულია ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება; ასევე დაუშვებელია ცხოველთა გაგდება და მიტოვება, რაც იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
ო) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის განხორციელების, ასევე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის შემთხვევაში; ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო (პოლიცია) დაუყონებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს. ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით.
7. საზოგადოებრივი თავშეყრისა და მომსახურების ადგილებში ცხოველის დაშვების საკითხი წყდება შესაბამისი ობიექტის მესაკუთრის შეხედულებისამებრ; აკრძალვის შემთხვევაში ობიექტზე უნდა იყოს დემონსტრირებული შესაბამისი ნიშანი.
8. ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები) ნებადართულია მხოლოდ საბელით და ალიკაპით.
2. ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოს კომპენტეციას განეკუთვნება:
ა) უპატრონო და უზედამხედველო ცხოველების აყვანა-იზოლაცია, მისი გადაყვანა სათანადო მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილით სპეციალურ სადგომზე, ვეტ.ექიმის შემოწმებამდე და დასკვნის დაწერამდე მოვლა-პატრონობის განხორციელება;
ბ) უზედამხედველო ცხოველების დაჭერა თანამედროვე ძაღლსაჭერით და უმტკივნეულოდ;
გ) დაჭერილ ცხოველთა ტრასპორტირების განხორციელება თავშესაფრამდე სპეციალური ავტომანქანით;
დ) ცხოველთა განთავსება იზოლირებულ საკარანტინო ვოლიერებში და მათზე დაკვირვების განხორციელება თავშესაფრის ვეტექიმების მიერ, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ყველა სახის საჭირო მედიკამენტით, რაც საჭიროა ცხოველთა სრული გამოჯანმრთელებისათვის;
ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და შესაბამისი წესით უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად ვეტექიმთა ჯგუფის მიერ ცხოველთა კასტრაცია-სტერილიზაციის ჩატარება;
ვ) ვეტერინარის დაკვირვების და დასკვნის შედგენის საფუძველზე ჯანმრთელი ძაღლების დაბირკვა და გაშვება აყვანის ადგილას, სტერილიზებული/კასტრირებული კატის შემთხვევაში გამოიყენება ყურის ზედა ნაწილის მცირედი კუპირება, ხოლო სიკვდილის წინა სტადიაში და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში დაავადებული ცხოველების ევთანაზია;
ზ) თავშესაფრის ვოლიერების მოწყობა და მოვლა-პატრონობა თანამედროვე სტანდარტებითა და დადგენილი წესით;
თ) სამედიცინო-ვეტერინალური მომსახურების სისტემატური განხორციელება, დაკვირვება და იზოლირება;
ი) ამ წესით განსაზღვრული სტატუსის (პატრონიანი, მიკედლებული. უპატრონო, უზედამხედველო, იზოლირებული) დადგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
კ) ცხოვლეთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
ლ) ამ წესით და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცხოველების მოკვდინება და შემდგომში პროცედურების განხორციელება;
მ) ამ წესითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ან ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის მხრიდან.
3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.
2. საკარანტინო ვოლიერების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვრება დამკბენი ცხოველების რაოდენობის გათვალისწინებით (სასურველია გათვალისწინებულ იქნეს რამდენიმე წლის დაკბენის შემთხვევის საშუალო არითმეტიკული მონაცემები).
3. ვოლიერებში განთავსებულ ცხოველებზე ზედამხედველობას ახორციელებს ვეტერინარი ექიმი და ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის, დაცემის ან 10-დღიანი ზედამხედველობის დამთავრების შემდეგ ინფორმაციას დაუყონებლივ აწვდის ჯანდაცვის ორგანოებს და დაინტერესებულ მხარეებს.
4. ვოლიერების მოწყობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი განთავსების ადგილი, მოცულობა, ცხოველების მოვლა-შენახვის პირობები, ვოლიერებში ცხოველების მომსახურება (დარწყულება, კვება).
5. ცხოველთა ვოლიერების და თავშესაფრის რაოდენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა იმ სავარაუდო სულადობის გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლებელია დაექვემდებარონ მსგავს დაწესებულებაში მოხვედრას.
2. უზედამხედველო ცხოველების დაჭერა/აყვანა დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ცხოველთა დაჭერა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი საერთაშორისო ან ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში და გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტი (სერტიფიკატი, ცნობა და ა.შ).
3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები გასხვისებას დაქვემდებარებული უზედამხედველო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიებასა და უპატრონო ცხოველის სტატუსის მქონეთა თავშესაფარში გადაცემის ჩათვლით.
2. ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინება დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ, მის მიერ ხელმოწერილი აქტის საფუძველზე.
3. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ მისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინალური დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში.
4. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერ სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით.
5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით:
ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) ცხოველის საკვებისა და წყალთან წვდომის გარეშე ყოფნით;
ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
6. ევთანაზიის პროცედურის შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია. მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა ან სამარხში განთავსება).
2. აკრძალულია ცხოველისათვის:
ა) კუდის კუპირება;
ბ) ყურის კუპირება;
გ) დევოკალიზება (დადუმება) სმენის დაქვეითება;
დ) ბრჭყალების და კბილების მოკვეთა ან ხელსაწყოებით მოცვეთა.
3. ყველა ოპერაცია, რომლის დროს ცხოველი განიცდის ტკივილს, უნდა ჩატარდეს ანესთეზიის შესაბამისი ფორმის გამოყენებით, ვეტერინარის მიერ.
ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების, მათი ცვლილებებისა და/ან დამატებების შემუშავება, განხილვა და მიღება;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათანადო მუხლის დაფინანსების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად, კომპენტენტური ორგანოს და სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლების მიზნად ისახავენ წინამდებარე წესების ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას;
ბ) განახორციელოს შესაბამის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა;
გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაში.