„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №122 |
|
2018 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/02/2018, 100020020.22.038.016947) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61 სამმართველოს მოსამსახურეების მიერ დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამომსვლელი პირების პირადი არასრული და პირადი სრული შემოწმება, ასევე დაწესებულებაში მიღებული და დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმება ხორციელდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.“; ბ) მე-7 მუხლს „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) №6 განყოფილება;“; გ) მე-12 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-10 პუნქტები: „4. სამორიგეო ცვლა დილით დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, შესაბამისი ტანსაცმლით (უნიფორმით). 5. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს განყოფილების უფროსი. ახალი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს დასრულებული სამორიგეო ცვლის მოსამსახურეების მიერ უტარდებათ შემოწმება დაწესებულების დებულებით დადგენილი წესის მიხედვით, რის შემდეგაც განყოფილების უფროსი უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას. საჭიროების შემთხვევაში, განყოფილების უფროსი სამორიგეო ცვლას უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს. 6. განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას. 7. განყოფილების უფროსი ანაწილებს მოსამსახურეებს შესაბამის ადგილებზე, გადასცემს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულ საწარმოებელ დოკუმენტაციას და აცხადებს განაწილებას დასრულებულად. 8. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განყოფილების უფროსი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას განყოფილების სარეზერვო ჯგუფიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ავალებს განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას. 9. ცვლის გადაბარებისას განყოფილების მოსამსახურები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში (დანართი №1). 10. განყოფილების უფროსის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ინსპექტორი.“. დ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15 1. №6 და №8 განყოფილების უფროსი ინსპექტორი: ა) ატარებს დაწესებულებაში შესულ და დაწესებულებიდან გასულ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) პირად სრულ და არასრულ შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესული და დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში შემოწმებაგაუვლელი პირების დაშვების აღკვეთას; დ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთების შეტანის აღკვეთას, კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს მათი მიღების არხებისა და შესაბამისი პირების გამოვლენას; ე) შემოწმების განხორციელებისას აკრძალული/არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს; ვ) პირადი არასრული შემოწმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის პირადი სრული შემოწმების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას და ახორციელებს მასზე შესაბამის რეაგირებას; თ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე სამმართველოს უფროსის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება. 2. №6 და №8 განყოფილების ინსპექტორი: ა) ატარებს დაწესებულებაში შესულ და დაწესებულებიდან გასულ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) პირად სრულ და არასრულ შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესული და დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთების შეტანის აღკვეთას; დ) შემოწმების განხორციელებისას აკრძალული/არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს; ე) პირადი არასრული შემოწმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის პირადი სრული შემოწმების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას და ახორციელებს მასზე შესაბამის რეაგირებას; ზ) აწარმოებს დაწესებულებაში შესული და დაწესებულებიდან გასული პირების აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) ახორციელებს დაწესებულებაში მიღებული და დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე სამმართველოს უფროსის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.“. 2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1:
„დანართი №1 სამორიგეო ჟურნალი
|
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
|