უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.06.2018
ძალის დაკარგვა 08.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №108/04
სარეგისტრაციო კოდი 300060000.18.011.016306
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 07.10.2020
დოკუმენტის ტექსტი
უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№108/04
2018 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესი“;
ბ) „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხა“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის №100/04 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს:
ა) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესსა და პირობებს;
ბ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტების მიერ საქართველოში ახალი ემისიის გზით საჯარო შეთავაზების განხორციელების წესსა და პირობებს;
გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესსა და პირობებს;
დ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესსა და პირობებს;
ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის პერიოდულ საანგარიშგებო მოთხოვნებს;
ვ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, ასევე უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ეროვნულ ბანკში საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების და შესაბამისი დოკუმენტების ფორმას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;
ბ) უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაცია – (შემდგომში – განვითარების ორგანიზაცია) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით გათვალისწინებულ განვითარებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილოებით შექმნილი პირი, რომლის მიზანს წარმოადგენს განვითარების პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3🔗. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების პირობები
1. პირი, რომელიც აპირებს, საქართველოში განახორციელოს იმ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია ამ წესის დანართი 1-ით განსაზღვრული უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟებიდან ერთ-ერთზე მაინც, არ საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებას.
2. პირი, რომლის გამოშვებული ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე მაინც და რომელიც აპირებს სხვა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელებას საქართველოში, არ საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებას.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ პირს, სურს საჯარო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, ის აცნობებს ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და ფასიან ქაღალდებს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. პირი, რომელიც აპირებს საქართველოში განახორციელოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან/და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება, არ საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებას.
5. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ან/და განვითარების ორგანიზაცია, რომელიც თავად აპირებს საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებას, არ საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებას.
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირს, სურს საჯარო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, ის აცნობებს ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და ფასიან ქაღალდებს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და განვითარების ორგანიზაციის მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების პროცედურა საქართველოში
1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჯარო შეთავაზების განმახორციელებელმა პირმა, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა, ასევე განვითარების ორგანიზაციამ საჯარო შეთავაზების განხორციელებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, ეროვნულ ბანკს წერილობით უნდა აცნობოს მის მიერ განსახორციელებელი შეთავაზების შესახებ.
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი საჯარო შეთავაზების დაწყებამდე წარმოადგენს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს, ასევე უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ამ ფასიანი ქაღალდების დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს იმ საფონდო ბირჟიდან, რომელზეც განთავსებულია აღნიშნული ფასიანი ქაღალდები.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირი საჯარო შეთავაზების დაწყებამდე წარმოადგენს უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე მისი სხვა ფასიანი ქაღალდების დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს იმ საფონდო ბირჟიდან, რომელზეც განთავსებულია აღნიშნული ფასიანი ქაღალდები. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს და განვითარების ორგანიზაციას შეუძლიათ აღნიშნულის დადასტურება შესაბამისი ვებგვერდის მითითებით.
4. თუ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება უნდა განხორციელდეს საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის მეშვეობითაც. აღნიშნულ შემთხვევაში, საფონდო ბირჟა ეროვნულ ბანკს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომ შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდები ან იმ პირის/ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომელიც აპირებს საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებას, სავაჭროდ განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე მისთვის წარმოდგენილი მონაცემების ფარგლებში, პასუხისმგებელია საქართველოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟა.
5. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი ან მეორე პუნქტით განსაზღვრულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე განვითარების ორგანიზაციას შეუძლია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ინგლისურ ენაზე.
მუხლი 5🔗. უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და განვითარების ორგანიზაციის პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები
1. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს და განვითარების ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში ახორციელებს საჯარო შეთავაზებას, ეროვნულ ბანკში ანგარიშგების წარმოდგენად ჩაეთვლება თავისი ორგანიზაციის ვებგვერდზე შესაბამისი ანგარიშის განთავსება.
2. ფინანსური თუ სხვა სახის ანგარიში ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს შეუძლია წარადგინოს იმ ფორმით და იმ ვადებში, როგორც იმ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, რომელზეც აღნიშნული ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ და რომლის შესახებ მან საჯარო შეთავაზების დროს აცნობა ეროვნულ ბანკს.
3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი ან მეორე პუნქტით განსაზღვრულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე განვითარების ორგანიზაციას შეუძლია ფინანსური თუ სხვა სახის ანგარიში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ინგლისურ ენაზე.
დანართი №1
.
.
1. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (აშშ; New York Stock Exchange –
http://www.nyse.com).
2. ნასდაქის საფონდო ბაზარი (NASDAQ Stock Market –
http://business.nasdaq.com/.com).
3. ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი (London Stock Exchange Group –
http://www.londonstockexchange.com).
4. იაპონიის ბირჟების ჯგუფი (იაპონია; Japan Exchange Group –
http://www.jpx.co.jp).
5. შანჰაის საფონდო ბირჟა (ჩინეთი; Shanghai Stock Exchange –
http://www.sse.com.cn).
6. ჰონგ კონგის საფონდო ბირჟა (ჩინეთი; Hong Kong, SAR –
http://www.hkex.com.hk).
7. ევრონექსთი (Euronext –
https://www.euronext.com).
8. შენჩჟენის საფონდო ბირჟა (ჩინეთი; Shenzhen Stock Exchange –
https://www.szse.cn).
9. თი ემ იქს ჯგუფი (კანადა; TMX Group –
https://www.tmx.com).
10. დოიჩე ბორსე (გერმანია; Deutsche Borse –
http://deutsche-boerse.com).
11. ირლანდიის საფონდო ბირჟა (ირლანდია; Irish Stock Exchange –
http://www.ise.ie);
12. ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა (ლუქსემბურგი; Luxembourg Stock Exchange –
http://www.bourse.lu).
13. ვარშავის საფონდო ბირჟა (პოლონეთი; Warsaw Stock Exchange –
http://www.gpw.pl).
14. სტამბულის საფონდო ბირჟა (თურქეთი; Istanbul Stock Exchange –
http://www.ise.org).