სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „თელიანი ველის” (შემდგომში – „საზოგადოება“) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2018 წლის 10 ივლისს, 15.00 საათზე. „საზოგადოების“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
დღის წესრიგი:
1) „საზოგადოების“ 2017 წლის აუდირებული შედეგების დამტკიცება:
2) „საზოგადოების“ 2017 წლის საქმიანობის შესახებ გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება:
3) 2018 წლისათვის „საზოგადოების“ დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა ;
4) „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გადადგომა ;
5) „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის არჩევა ;
6) „საზოგადოების“ წესდების ცვლილებების დამტკიცება ;
7) „საზოგადოების“ ნებადართული საწესდებო კაპიტალის ფარგლებში გამოსაშვებ ახალ აქციებზე უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმება.
2018 წლის 10 ივლისს , აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
1. დღისწესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს „საზოგადოების“ 2017 წლის (კომპანიის „იუაი საქართველოს“ მიერ) აუდირებული ფინანსური შედეგები.
2. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს დირექტორის ანგარიში „საზოგადოების“ 2017 წლის საქმიანობის შესახებ.
3. დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს 2018 წლისათვის „საზოგადოების“ აუდიტორად კომპანია „იუაი საქართველო“.
4. დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცებულ იქნეს „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის - ჟდენეკ რადილის გადადგომა საბჭოს წევრობიდანю
5. დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:
„საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალ დამოუკიდებელ წევრად არჩეულ იქნეს ბატონი დავით მაცაბერიძე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
თავმჯდომარე: 01026007516, ავთანდილ ნამიჩეიშვილი;
თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: 452016101, სტივენ იაროსლავ გორელიკი, აშშ;
წევრი: 60001032791, გიორგი ალფაიძე;
წევრი: 20001008227, ეკატერინა შავგულიძე;
წევრი: 01019001597, დავით მაცაბერიძე
6. დღისწესრიგის მეექვსე საკითხთან დაკავშირებით:
შევიდეს ცვლილებები „საზოგადოების“ წესდებაში, კერძოდ:
1. წესდების მოქმედი რედაქციის 7.3.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„7.3.7 სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა, გარდა სამეთვალყურეოს საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შრომის ანაზღაურების საკითხისა, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.“.
2. წესდების მოქმედი რედაქციის 8.11.11 და 8.11.12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„8.11.11 გადაწყვეტილების მიღება სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ამგვარ დამოუკიდებელ წევრს ხმის უფლება არ აქვს.
8.11.12 გადაწყვეტილებების მიღება კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.
7. დღისწესრიგის მეშვიდე საკითხთან დაკავშრებით:
გაუქმდეს „საზოგადოების“ ნებადართული საწესდებო კაპიტალის ფარგლებში გამოსაშვებ ახალ აქციებზე უპირატესი შესყიდვის უფლება.
სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე: საქართველო, თბილისი, მუხიანის დასახლება, ა. ისაკიანის ჩიხი №2.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 10 ივლისს 14:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2018 წლის 11 ივნისი.
აქციონერთა მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2018 წლის 29 ივნისიდან სს „თელიანი ველის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“, შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული.
გენერალური დირექტორი შოთა ხობელია