სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „სარაჯიშვილი“ იწვევს თავის აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 10 ივლისს, 14 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. №4.
აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში“, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ი. მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული, ტელეფონი 2225351, შესვენება 14-დან 15 საათამდე.
დღის წესრიგი:
1. 2017 წლის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შედეგების განხილვა-დამტკიცება (მომხსენებელი ზურაბ ბუბუტეიშვილი).
2. წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება (მომხსენებელი გიორგი ნატროშვილი).
3. სხვადასხვა.
აქციონერებს დეტალური ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების დირექციაში ან ტელეფონზე: 577 77 77 24, კრების ჩატარების თარიღამდე 10 დღის განმავლობაში, 10 საათიდან 17 საათამდე.
სს „სარაჯიშვილის“ სამეთვალყურეო საბჭო