მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.06.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.061.016239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სარგებლობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №9
2018 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია
მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და არეგულირებს მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (შემდგომში – ქონება) განკარგვის წესსა და პირობებს.
2. მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) წარმოადგენს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ქონების გასხვისებას.
3. მესამე პირებს, რომლებიც განახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას, მიეცემათ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. მესამე პირები ქონების პრივატიზებას ახორციელებენ საჯარო აუქციონის ფორმით.
5. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ინიციირების უფლება აქვს მესამე პირს.
მუხლი 2🔗. მესამე პირის მიერ სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის წესი
1. მესამე პირს უფლება აქვს ქონების პრივატიზების მიზნით განცხადებით მიმართოს სამინისტროს.
2. მესამე პირის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას მესამე პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. სამინისტროს მიერ სახელმწიფო/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში აცნობებს დაინტერესებულ პირს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და დებს შესაბამის გარიგებას.
მუხლი 3🔗. მესამე პირებთან გარიგებათა გაფორმების წესი
1. სამინისტროსა და მესამე პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების მხარეები, შინაარსი და ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც უნდა გადაეცეს მესამე პირს.
2. სამინისტროსა და მესამე პირებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე პირის მიერ მისაღები შემოსავლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საფასურის 10%-ს.
3. მესამე პირი ვალდებულია საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზება განახორციელოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.