აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 040110030.32.061.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,247 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 90% 21.02.2018 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების)განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.12.2014 საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები ნორმატიული აქტების პროექტები 88% 13.08.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 15.05.2023 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 22.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №11 2018 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი“, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების (შემდგომში – აქციები და წილები) პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესსა და პირობებს. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა სამინისტრო. 3. აქციებისა და წილების პრივატიზება ხორციელდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად აუქციონისა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით. 4. სამინისტროდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  (შემდგომში – მთავრობა) სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირდაპირი გადაცემის ფორმით. 5. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა სხვა სუბიექტებზე ასევე შეიძლება განხორციელდეს უსასყიდლოდ მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირდაპირი გადაცემის ფორმით. 6. სამინისტროს მართვაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზანია სააქციო საზოგადოების/შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა, საწარმოში გარე კაპიტალის მოზიდვა და მართვის ეფექტურობის ამაღლება. 7. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს სამინისტრო. 8. აქციებისა და წილების სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემისას, სხვა სუბიექტები არიან ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური ან იუ­რი­­დიული პირი, ხოლო აქციებისა და წილების უსასყიდლოდ მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი ფორმით გადაცემისას, სხვა სუბიექტი არის ხელისუფლების ორგანო ან რელიგიური გაერთიანება. რელიგიური გაერთიანებები­სათ­ვის აქციებისა და წილების უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები. მუხლი 2🔗. აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმები 1. აქციებისა და წილების პრივატიზება ხორციელდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით. 2. აქციებისა და წილების ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესისა“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების“ თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით დადგენილი წესით. 3. აქციებისა და წილების პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და წესი 1. გადაწყვეტილებას აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე იღებს სამინისტრო. 2. სამინისტრო ინფორმაციას აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე აქვეყნებს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დასახელებას და იურიდიულ მისამართს; ბ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირებულებას; გ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილის ოდენობას სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას; დ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) სააუქციონო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას. 4. საჭიროების შემთხვევაში სააუქციონო პირობად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი. 5. აქციებისა და წილების ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას (კერძოდ, ინფორმაციის გამოქვეყნების, განაცხადების მიღების, აუქციონის ჩატარების, სააუქციონო ვაჭრობის) გამოიყენება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებისა“ და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის’’ შესახებ  მინისტრის ბრძანებებით გათვალისწინებული ნორმები. 6. აქციებისა და წილების ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულ პირს ავლენს აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც იქმნება მინისტრის ბრძანების საფუძველზე. კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთან მინისტრის ბრძანების საფუძველზე ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 7.  აქციებისა და წილების ელექტრონული აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა  ხორციელდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის წესი 1. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება, თუ: ა) არსებობს საწარმოში ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე; ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია. 3. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე აქციებისა და წილების პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით. 4. აქციებისა და წილების პირდაპირი, მათ შორის კონკურენტული შერჩევის წესით პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლების მიღების მსურველი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იურიდიული პირის შემთხვევაში); გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სამინისტროს მიერ (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები). დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. 5. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას გამოიყენება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მინისტრის ბრძანების შესაბამისი მუხლები. მუხლი 5🔗. აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი უსასყიდლოდ გადაცემის წესი და პირობები 1. სხვა სუბიექტებისათვის უსასყიდლოდ აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი გადაცემა ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირდაპირი გადაცემის ფორმით. 2. სხვა სუბიექტი (სახელმწიფო ორგანო) აქციებისა და წილების მართვის უფლებით უსასყიდლოდ პირდაპირი გადაცემის მიზნით მიმართავს სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, ამზადებს საკითხს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება მთავრობას. მუხლი 6🔗. ხელშეკრულების გაფორმების წესი 1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგების დამტკიცების შემდეგ, ხოლო პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე აქციების და წილების პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში სამინისტრო აუქციონში გამარჯვებულ მონაწილესთან ან მმართველ პირთან აფორმებს ხელშეკრულებას. 2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს სააუქციონო ან მთავრობის სამართლებრივი აქტით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამის პასუხის­მგებ­ლობას მათ შესრულებაზე და ამ დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას. მუხლი 7🔗. აქციებისა და წილების მართვის უფლების მქონე პირის პასუხისმგებლობა 1. აქციებისა და წილის მართვის უფლების მქონე პირს მესაკუთრესთან – სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილი, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის ან უფლებრივად დატვირთვის თაობაზე. ამასთან, მართვის უფლების მიმღები პირი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვე­ვაში აქციების ან წილის მმართველი პირი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) აქციების და წილების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის (ხელშეკრულების) პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს შესაბამისი ხელშეკრულებით. 3. თუ მმართველი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სამინისტროს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად, მმართველ პირს ჩამოართვას აქციებისა და წილის მართვის უფლება, წილები და აქციები უბრუნდება სამინისტროს. ამასთან, მმართველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. მუხლი 8🔗. აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემისას წარმოშობილი დავების განხილვა აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილ სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო.