სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.06.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 040170240.32.061.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №12
2018 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის თანდართული წესი და პირობები.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ხელისუფლების ორგანოების ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მზღვეველი – კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;
ბ) მოსარგებლე – საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავის სარგებლობაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ მოძრავი ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული მოძრავი ნივთის იდენტური დაუზიანებელი მოძრავი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
გ) დაზღვეული მოძრავი ნივთი – სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება;
დ) სადაზღვევო შემთხვევა – გარემოება, რომლის შედეგად ნივთი იმგვარად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია ან მისი აღდგენის ღირებულება აღემატება ამ მოძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტულ ოდენობას.
მუხლი 3🔗. ქონების გადაცემის წესი
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოსარგებლე მოძრავ ნივთს, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზიანდა, გადასცემს მზღვეველს საკუთრებაში:
ა) მის მიერ მოძრავი ნივთის ანაზღაურების დროისათვის ამ მოძრავი ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, ამ დებულების შესაბამისად და დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
ბ) დაზიანებული მოძრავი ნივთის იდენტური დაუზიანებელი მოძრავი ნივთის მიღების შემდეგ, თუ სადაზღვევო ანაზღაურება მოძრავი ნივთის მიმწოდებელთან გადაირიცხება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული შესაბამისი მოძრავი ნივთის მიღება-ჩაბარების აქტით.
3. მოსარგებლის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ან მოსარგებლის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო მზღვეველის მხრიდან – შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
4. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოძრავი ნივთის ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის მოსარგებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე (მათ შორის – კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირის ანგარიშზე, თუ ადგილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას) ჩარიცხვით.
5. მოსარგებლე ვალდებულია, მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემის თაობაზე, გადაცემიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ინფორმაცია წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომლისაგანაც სარგებლობაში მიღებული აქვს ეს მოძრავი ნივთი კანონმდებლობით დადგენილი წესით.