აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.06.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 040110000.32.061.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 12 დეკემბრის №14 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის #39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ შპს „ფუდ ფართისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №13
2018 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები“.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები
მუხლი 1🔗
1. ეს წესი შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის (შემდგომში – ქონების ურთიერთგადაცემის) პირობებს.
2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) თანხმობით ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცემს ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ.
3.ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა).
4. ქონების ურთიერთგადაცემის მხარე, ხელისუფლების ორგანოს გარდა, შეიძლება იყოს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან ამ პირთა გაერთიანებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება:
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 2🔗
1. ქონების ურთიერთგადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს სამინისტრო, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება.
2. ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე.
3. თუ ურთიერთგადასაცემი ქონება არატოლფასოვანია, ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი თანხით ან სხვა ქონებით.
4. სამინისტრო, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ ინტერესის წერილობით გამოხატვის ან სამინისტროს მიერ საკითხის ინიციირების შემდეგ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებას ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ.
მუხლი 3🔗
1. ხელშეკრულება ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ცნობები მხარეების შესახებ;
ბ) ურთიერთგადასაცემი ქონების დასახელება ან/და მისამართი (საკადასტრო ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები);
გ) ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება;
დ) არატოლფასოვანი ქონების შემთხვევაში, ფულადი თანხის ოდენობა ან მონაცემები იმ ქონების შესახებ, რომლითაც ხდება ქონების ნაწილის ანაზღაურება;
ე) სხვა მონაცემები ქონების ურთიერთგადაცემის საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით.
2. ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება იდება მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
3. უძრავი ქონების ურთიერთგადაცემისას ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
მუხლი 4🔗
ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებით მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 5🔗
ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო.