აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.06.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.061.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის ხელისუფლების ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №14
2018 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში –
ქონება) სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს.
2. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყის საფასურს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში –
ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი).
4. ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას გადაცემიდან 1 თვეში წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო).
5. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდება პირობებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
6. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, საჯარო აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით გადასცემს ის ორგანო, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული. თუ ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამინისტრო.
7. იმ შემთხვევაში, თუ ქონებას სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის /არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მან ეს საკითხი აგრეთვე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს/დამფუძნებელს.
მუხლი 2🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო განსაზღვრავს საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს, რომელიც არ უნდა იყოს საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღამდე 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი. ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი საჯარო აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას.
2. ქონების სარგებლობაში გადაცემისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობასა და ფართობს;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;
დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების სარგებლობის საწყის საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის 3 თვის თანხას, ხოლო 3 თვეზე ნაკლები ვადით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის 30%-ს. წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადას.
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს (ადგილი, დრო და სხვა);
ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) სარგებლობაში გადაცემის ვადას;
კ) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო უფლებამოსილია, ქონების სარგებლობის უფლებით დაინტერესებულ პირს, ქონების აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა, რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებ ის თარიღს.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 კვირით აღემატება სარგებლობაში გადაცემის ვადას, მაშინ შეიძლება მისი გამოყენება ( ქონების სარგებლობის უფლებით მიღებისათვის დაინტერესებული პირის თანხმობით) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მას შემდეგ, რაც პირი განცხადებას შეიტანს აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.
5. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს მიიღოს სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს სარგებლობის უფლებით გადასაცემ ქონებას.
მუხლი 3🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყის საფასურს;
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან საბანკო გარანტიის წარდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ე) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ) ყველა სხვა დოკუმენტაციას, რომელსაც ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
2. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე.
3. პირი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, ვალდებულია მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.
4. თუ ყველა წარდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. საჯარო აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შესული განაცხადი არ მიიღება.
6. პირს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირად;
ბ) დარღვეულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
8. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათზე. საჯარო აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს მიერ დადგენილ საათამდე.
მუხლი 4🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.
7. თუ საჯარო აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის ინიციირების საფუძველზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეები არ დარეგისტრირდნენ (არ წარმოადგინეს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია), ინიციატორის მიერ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები არ გამოცხადდებიან აუქციონზე , ან მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში (აფხაზეთის მთავრობის მიერ დადგენილი სამინისტროსთვის გადასახდელი თანხის გამოკლებით, სამინისტროს მიერ ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში) , ხოლო თუ მონაწილის გამოუცხადებლობის ან/და დამსწრე მონაწილის მიერ სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის მიუხედავად აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეს, რომელიც არ გამოცხადდა აუქციონზე ან/და დამსწრე მონაწილეს, რომელმაც სააუქციონო ვაჭრობაში არ მიიღო მონაწილეობა, უბრუნდება საბანკო გარანტია/ბე, აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარულ დღეში. თუ სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის ინიციირების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონი შედგა ან არ შედგა, მაგრამ აუქციონში დარეგისტრირებული იყო ერთი მონაწილე მაინც, ინიციატორს მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა დაუბრუნდება აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარულ დღეში , გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული თანხა გამოყენებულ იქნა მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარულ დღეში.
8. იმ შემთხვევაში, თუ ქონების სარგებლობის უფლებით გამცემმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა უკან უბრუნდება.
9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში (აფხაზეთის მთავრობის მიერ დადგენილი სამინისტროსთვის გადასახდელი თანხის გამოკლებით, სამინისტროს მიერ ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში), თუ:
ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა უარი განაცხადა საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერის თაობაზე;
გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესი ან/და პირობები.
10. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერა ითვლება გამარჯვებულის გამოვლენად.
11. სააუქციონო კომისია (შემდგომში – კომისია) საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს თანხა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 5🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან 15 კალენდარულ დღეში მხარეთა (ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და ქონების მიმღებს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება საჯარო აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
2. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება;
ბ) ცნობები ქონების გადამცემისა და მიმღები სუბიექტის შესახებ;
გ) ქონების სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ვ) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.
მუხლი 6🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სხვა წევრები. კომისია დამოუკიდებელია მისი უფლებამოსილების განხორციელებისას. ის ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს.
2. კომისია შედგება სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს/დაწესებულების წარმომადგენლებისაგან.
3. კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და სხვა წევრებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით, ნიშნავს ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს/დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში –
თავმჯდომარის მოადგილე ან, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.
5. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სხდომები საჯაროა.
6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
მუხლი 7🔗. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია სარგებლობაში მიღებული ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია სარგებლობის უფლებით მიღებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისათვის.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე შემდეგი წესით:
ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა შეუსრულებლობის (ასეთის არსებობისას) შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
5. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.