„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-498
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.023.016522
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-498

2018 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში (ვებგვერდი, 04/05/2018, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016491) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;“.

2. მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ბ) საქმისწარმოების სამმართველო;

გ) პროტოკოლის სამმართველო;

დ) სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველო;

ე) ქონების მართვის სამმართველო.

მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები

1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და საკადრო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შერჩევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პრინციპების მიხედვით, მათი განაწილება და დასაქმების კოორდინაცია;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულების, მივლინების, დროებითი ფუნქციების დაკისრებისა და გადაყვანის  შესახებ ბრძანებების პროექტებისა და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება;

დ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და მოტივაციის ასამაღლებელი სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში სხვა დაწესებულებიდან ან/და ორგანიზაციიდან შემოსული იმ კორესპონდენციის განხილვა და მათი განაწილების ადმინისტრირება, რომელიც შეეხება ტრენინგებს, სემინარებსა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ე) სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ორგანიზება;

ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;

თ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. საქმისწარმოების სამმართველოს  კომპეტენციაა:

ა) საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია;

გ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების და წინადადებების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;

დ) რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-გადანაწილების უზრუნველყოფა;

ე) მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაფორმება, რეგისტრაცია და გაგზავნა;

ვ) კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა;

ზ) საქმეთა ფორმირება და სამინისტროს არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება;

თ) სამინისტროს არქივში დაცული მუდმივშესანახი დოკუმენტების სახელმწიფო დაცვაზე გადასაცემად მომზადება და სსიპ – საქართველოს ეროვნულ არქივში ჩაბარება;

ი) სამინისტროს ბლანკების, საქმისწარმოების საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;

კ) სამინისტროში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებების (თათბირების) ჩატარების ორგანიზება, ოქმის გაფორმება და კონტროლის განხორციელება საოქმო გადაწყვეტილების დროულ შესრულებაზე;

ლ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის დავალებების შესრულების კონტროლი;

მ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

3. სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;

ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომარაგება/განაწილება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით;

დ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის და სამობილიზაციო გეგმის მომზადება, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ავტომანქანებით მომსახურების უზრუნველყოფა და მათი აღრიცხვა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა, ჩამოწერა და აღრიცხვა;

ზ) სასაწყობო მეურნეობის სწორად აღრიცხვა და წარმართვა, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება;

თ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ზედამხედველობა და კონტროლი;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

4. პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირთათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება და საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;

ბ) უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში და ქართული დელეგაციების უცხოეთში ვიზიტის პროგრამის დადგენა და შემუშავება, პროგრამის შესრულებაზე კონტროლი, სამინისტროში მიღებების ორგანიზება;

გ) მინისტრის მოწვევით სამთავრობო და სხვა სახის დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადება (საჭიროების შემთხვევაში მათი განთავსება, ტრანსპორტირება) ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება და უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტთა ვიზიტების დაგეგმვა;

დ) საზღვარგარეთის ქვეყნებში, მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, პროგრამის დადგენა, სათანადო ხელმოსაწერი დოკუმენტების მომზადება-გაფორმება;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების) ორგანიზება;

ვ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და სხვა, დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოთა შესაბამის  სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირების სავიზო უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობა, სავიზო და საპასპორტო საკითხთა მიმართულებით;

კ) სამსახურებრივი პასპორტების მქონე სამინისტროს თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;

ლ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი სამსახურებრივი მივლინებებისათვის ავიაბილეთების შესაძენად საჭირო პროცედურებისა და სასტუმროების დაჯავშნის უზრუნველყოფა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

5. ქონების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის ორგანიზება;

ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მოვლა, შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;

ე) ქონების გამოყენების ფინანსური ასპექტების შესწავლა და, მისი ეფექტიანად მართვის მიზნით, სათანადო წინადადებების მომზადება,

ვ) კორესპონდენციების განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სახელმწიფო საკუთრებაში და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სამინისტროს სარგებლობაში გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება;

თ) მუნიციპალიტეტებში განთავსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების გამართული მუშაობისათვის საჭირო საოფისე ფართით და საჭიროებისამებრ კომუნალური მომსახურებით (ელქტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი) უზრუნველყოფა;

ი) წინადადების მომზადება სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სახელმწიფო ქონების ჩამოწერის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ჩამოწერილი ქონების განადგურების ორგანიზება;

ლ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული, ჯართად ჩამოწერილი ან სამინისტროს მიერ გამოუყენებელი მატერიალური ფასეულობების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის გადაცემა, შემდგომი განკარგვის მიზნით;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს ხელმძღვანელი:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს საჯარო მოსამსახურეებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს საჯარო მოსამსახურეთა შორის;

ე) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი