⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.07.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2018
ძალის დაკარგვა 20.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-24/ნ
სარეგისტრაციო კოდი 020080050.22.035.016504
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 177 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2018 მიღება
20.07.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-24/ნ 2018 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის,   ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1); ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და წარდგენის წესი (დანართი №2); გ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი (დანართი №3); დ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №4). 2. ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა", მისი დაცვის სირთულეთა გათვალისწინებით, მიეკუთვნება მკაცრის აღრიცხვის ფორმის მესამე კატეგორიას („მარტივი ტიპი“). 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების დამზადების, მომარაგების, შენახვისა და განადგურებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთავე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო