„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 14 მაისის №2-343 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-491
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.023.016515
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-491

2018 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 14 მაისის №2-343 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 14 მაისის №2-343 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/05/2018, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016503) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების  ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;“;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;“.

2. მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველო;

ბ) სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველო.

 მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები

1. პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების (შემდგომში – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა) და გარემოს დაცვის პოლიტიკის შემუშავების კოორდინაცია;

ბ) სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, შეფასება და შესრულების თაობაზე ანგარიშის მომზადება;

გ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციების ინტეგრაცია და სამინისტროს მასშტაბით საერთო ანგარიშის მომზადება და, შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესით შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა;

ე) პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) დარგში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ექსპორტ-იმპორტის, მოხმარების, სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო/ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებისთვის ანალიტიკური მასალების მომზადება;

დ) სამინისტროს ინფორმაციული საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განსახორციელებელი შერჩევითი და სხვა სახის გამოკვლევების დაგეგმვაში მონაწილეობა. გამოკვლევიდან მიღებული მონაცემების ანალიზი და ანგარიშების მომზადება შესაბამისი პერიოდულობით;

ე) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნის მიზნით, საბაზრო ფასების კვლევის დაგეგმვა, სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და უწყებებთან ერთად კვლევის განხორციელება, გამოკვლევის უზრუნველყოფა საჭირო მეთოდოლოგიით, გამოკვლევიდან მიღებული მონაცემების დამუშავება და მონაცემთა გავრცელების სისტემის შექმნა;

ვ) საექსპორტო ბაზრების შესახებ მიმოხილვების მომზადება;

ზ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს ხელმძღვანელი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი