„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2018 წლის 21 ივნისი ქ. რუსთავი |
„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 27.06.2014 წ., 330090020.35.160.016209) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს დანართის მე-10 მუხლი. ბ) დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) 2018 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ან/და ასეთი მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, არ ვრცელდება კონკრეტულ საცხოვრებელ ზონაში მიწის ნაკვეთის ზომებისადმი დაწესებული მინიმალური მოთხოვნები.“; გ) დანართის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) 2018 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ან/და ასეთი მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, არ ვრცელდება კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში მიწის ნაკვეთის ზომებისადმი დაწესებული მინიმალური მოთხოვნები.“; დ) დანართის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ზოგადი შენობა-ნაგებობის აშენების შემთხვევაში საზოგადოებრივი გზის მიღმა მდებარე ავტოსადგომი უნდა მოეწყოს ამ თავის შესაბამისად.“; ე) დანართის 29-ე მუხლით დამტკიცებული ცხრილი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საზოგადოებრივი გზების მიღმა მდებარე ავტოსადგომების ნუსხა
ვ) დანართის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიწის ნაკვეთის მდებარეობა. ამ წესების თანახმად აუცილებელი ავტოსადგომი სივრცეები უნდა განთავსდეს პროექტირებით გათვალისწინებულ საკადასტრო ერთეულზე.“; ზ) დანართის 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილის ზომები ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილის ზომები უნდა შეესაბამებოდეს: 1. სიგანე. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი თითოეული ადგილის მინიმალური სიგანე უნდა იყოს 2,5 მეტრი. 2. სიგრძე. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი თითოეული ადგილის მინიმალური სიგრძე უნდა იყოს 5,5 მეტრი, ხოლო ავტოსადგომზე ავტომობილისათვის განკუთვნილი გასასვლელის ან საავტომობილო გზის მიმართ პარალელური ადგილის მინიმალური სიგრძე დასაშვებია იყოს 6.5 მეტრი.“; თ) დანართის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ავტოსადგომის საავტომობილო გზის სიგანე. ყველა ავტოსადგომს უნდა ჰქონდეს ერთი ან მეტი საავტომობილო გზა, რომლის სიგანეა შემდეგი: ა) ცალმხრივი შესასვლელ/გასასვლელისთვის, სულ მცირე 3.5 მ; ბ) ორმხრივი შესასვლელ/გასასვლელისთვის, სულ მცირე 6.5 მ. გამონაკლისი კერძო მოხმარების ავტოსადგომის საავტომობილო გზები სულ მცირე 2.8 მეტრი. 2. საავტომობილო გზა და პანდუსის ქანობები. ნებისმიერი საავტომობილო გზის ან პანდუსის მაქსიმალური ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 16%-ს.“. |
|