ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.06.2018
ძალის დაკარგვა 05.05.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.05.2022
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2018 წლის 21 ივნისი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულება“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 04.08.2014; 010250020.35.162.016241).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.
მუხლი 1🔗.
კომისიის სტატუსი
1. საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია (შემდგომში –
,,კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება საქართვლოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისიის შექმნის მიზანია ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადება, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის კონტროლი.
4. კომისიის საქმიანობის წესი აგრეთვე განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
მუხლი 2🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:
ა) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, მისი ნორმებისა და წესების განსაზღვრის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
ბ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
გ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ;
დ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ;
ვ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
ზ) განიხილავს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების პროექტებს, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
თ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესებს, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ;
ი) განიხილავს სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ამ პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებით;
კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ;
ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და ორგანიზების წესების შესახებ;
მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენასთან დაკავშირებით;
ნ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის, თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
ო) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში საინფორმაციო სისტემის, ქსელის, ბაზების, მონაცემთა ბანკების გამოყენების წესების დადგენასთან დაკავშირებით;
პ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური) და წყალნირების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვასთან დაკავშირებით;
ჟ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;
რ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;
ს) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსბულ კომუნალური მეურნეობის მართვის წესების დამტკიცების შესახებ;
ტ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს საკრებულოს დავალებებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლით და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარადგენს და საკრებულოს სხდომაზე დამტკიცების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
თ)კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ი) კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;
კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
მუხლი 4🔗.
კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური განაწილების შესაბამისად, კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები.
2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში, კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.
3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ბ) ინფრასტრუქტურის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
გ) საინფორმაციო სისტემის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა სამუშაო ჯგუფი.
5. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“-,,ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
6. ინფრასტრუქტურის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“-,,მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
7. საინფორმაციო სისტემის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“-,,ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
მუხლი 5🔗.
კომისიის საკონსულტაციო საბჭოები
1. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2. კომისიის საკონსულტაციო საბჭოების პერსონალურ შემადგენლობას, მოწვეულ პირებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭოები კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავენ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავენ კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
მუხლი 6🔗.
კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფებისა და საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. კონკრეტული საკითხების მოსამზადებლად, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვოტის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თვმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.