ამ კანონის მიზანია სოციალური მუშაობის იმგვარი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება:

ა) ინდივიდის მიერ თავისი ცხოვრების წარმატებით წარმართვას, თვითდახმარებისა და თვითგანვითარების გზით მისი დამოუკიდებლობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას;

ბ) ინდივიდის საზოგადოებაში მდგრად ინტეგრაციას, მისი ფართო პირადი ავტონომიის შენარჩუნებას და მის მიერ საზოგადოებრივი სიკეთით სრულფასოვნად სარგებლობას;

გ) ისეთი სტრუქტურული ცვლილებების დანერგვას, რომლებიც ხელს უშლის მარგინალიზაციასა და სოციალურ დაყოფას;

დ) სოციალური უსაფრთხოების ხელშეწყობას;

ე) ოჯახისა და საზოგადოების გაძლიერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა