„ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2018 წლის 29 ივნისი ქ. ხობი |
„ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 14/08/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.106.016129) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა)
მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი აქტით იქმნება „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისია“ (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 (ოთხი) წევრი და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 4 (ოთხი) წარმომადგენელი.
2. კომისიის წევრთა კანდიდატურებს საკრებულოს წარუდგენს: ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – 4 (ოთხი) კანდიდატს და ხობის მუნიციპალიტეტის მერი – 4 (ოთხი) კანდიდატს.
3. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს ხობის მუნიციპალიტეტის მერი.“;

ბ)
მე-5 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. კომისიის სამუშაო და საორგანიზაციო უზრუნველყოფას ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის მერია.
12. კომისიის ადგილსამყოფელია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა.“
„11. კომისიის სამუშაო და საორგანიზაციო უზრუნველყოფას ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის მერია.
12. კომისიის ადგილსამყოფელია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა.“
გ)
მე-6 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისია განაცხადის შეტანის ვადის დასრულებიდან მომდევნო დღეს საკუთარ სხდომაზე იხილავს თითოეული კანდიდატის შესახებ წარმოდგენილ დოკუმენტალურ მასალას და ინფორმაციას და წინამდებარე დებულების მე-3 მუხლით დადგენილი კრიტერიუმის (კრიტერიუმების) გათვალისწინებით საკუთარი გადაწყვეტილებით ავლენს „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ და „ცოტნე დადიანის სახელობის მეორე ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ სარეკომენდაციო პირს, რის შემდეგადაც იმავე დღეს გამოვლენილი პირის (პირების) მიმართ ჯილდოს მინიჭების თაობაზე შესაბამისი აქტის გამოსაცემად გადაწყვეტილებას და სარეკომენდაციო წერილს წარუდგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერს.
6. იმ შემთხვევაში, თუ კომისია ხმების საკმარისი რაოდენობით ვერ გამოავლენს სარეკომენდაციო პირს (პირებს), თითოეული კანდიდატის (კანდიდატების) მიმართ კენჭისყრის შედეგებს, სარეკომენდაციო წერილისა და გადაწყვეტილების გარეშე გადასცემს ხობის მუნიციპალიტეტის მერს.
7. ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს და ცოტნე დადიანის სახელობის მეორე ხარისხის ჯილდოს მინიჭების თაობაზე შესაბამის აქტს გამოსცემს ხობის მუნიციპალიტეტის მერი.“;

დ)
დადგენილების №2 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2018.
- როდის იქნა მიღებული „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2018. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.106.016304.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №26, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016304 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4234002/