საქართველოს 2004 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
მიღების თარიღი 18.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 10/06/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს 2004 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:LitNusx;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს 2004 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტებისა და ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით საქართველოს 2004 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედოს წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5-6 პროცენტის ფარგლებში.
2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის მიწოდება განახორციელოს მასზე მოთხოვნის შესაბამისად, ისე, რომ ფართო ფულის მასა ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით წინმსწრები ტემპით გაიზარდოს. სარეზერვო ფულის მოცულობამ მოიმატოს 16-17 პროცენტით, უპირატესად – ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების გზით. ამასთან, ფართო ფულის მატება მოხდეს ფულადი მულტიპლიკატორის ზრდის ხარჯზე. ეროვნული ვალუტით საბანკო შუამავლობის გაუმჯობესებისა და დოლარიზაციის შეზღუდვის მიზნით შემცირდეს კომერციული ბანკების მიერ ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრების მიმართ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაკმაყოფილება ნაწილობრივ მოხდეს კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული საშუალო ნაშთით.
3. ფულის მიწოდება საქართველოს მთავრობის დაკრედიტების მეშვეობით განხორციელდეს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული საფინანსო პროგრამის შესაბამისად, ისე, რომ მთავრობის წმინდა დავალიანების ზრდამ წლის ბოლოსათვის 26.5 მლნ ლარი შეადგინოს.
4. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეფექტიანობის შემდგომი გაზრდის მიზნით გააქტიურდეს ეროვნული ბანკის ღია ბაზრის ოპერაციები, უპირატესად – რეპოოპერაციების ხარჯზე. ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის საგრძნობი მატების შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი გამოყენებულ იქნეს ფულის მიწოდების ალტერნატიულ წყაროდ. ამასთან, შესაძლო ჭარბი ფულადი მასის განეიტრალებისათვის, რეპოოპერაციების განსახორციელებლად შეიქმნას ეროვნული ბანკის სახაზინო ვალდებულებათა პორტფელი და მისმა ნომინალურმა ღირებულებამ წლის ბოლოსათვის 9.8 მლნ ლარი შეადგინოს.
5. კომერციული ბანკების დაკრედიტება და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საბანკო სის-ტემიდან ჭარბი ლიკვიდობის ამოღება ღია ბაზრის ოპერაციებთან ერთად განხორციელდეს ერთდღიანი კრედიტების, ერთდღიანი დეპოზიტებისა და საკრედიტო რესურსების აუქციონების საშუალებით, ისე, რომ კომერციული ბანკების დავალიანებამ ეროვნული ბანკის მიმართ წლის ბოლოსათვის 30 მლნ ლარს არ გადააჭარბოს.
6. სავალუტო პოლიტიკა განხორციელდეს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ფარგლებში და მის პრიორიტეტად განისაზღვროს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის განმტკიცება, რაც მიღწეულ უნდა იქნეს ლარის რეალური, ეფექტიანი გაცვლითი კურსის ისეთი დინამიკის უზრუნველყოფით, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტის ოპტიმალური თანაფარდობის ჩამოყალიბებას, ფასების სტაბილურობის პირობებში. გაგრძელდეს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების აკუმულირება. სავალუტო ინტერვენციები განხორციელდეს უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მიწოდების მოთხოვნაზე გადაჭარბების შემთხვევაში. ამასთან, შეძლებისდაგვარად შემცირდეს გაცვლითი კურსის სეზონური კონიუნქტურული რყევების დიაპაზონი. სავალუტო პოლიტიკა წარიმართოს ისე, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ წლის ბოლოსათვის 1.7 თვის იმპორტის ეკვივალენტი შეადგინოს.
7. ეროვნული ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების ლიკვიდურობის გასაზრდელად სახაზინო ვალდებულებათა ბაზარზე დამკვიდრდეს ე.წ. პირველადი დილერების ინსტიტუტი.
8. საქართველოს საბანკო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვროს მისი თანამიმდევრული კონსოლიდაცია. ამ მიზნით დაიწყოს კომერციული ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ეტაპობრივი ზრდა.
9. საბანკო დაწესებულებების მიმართ ნდობის განმტკიცებისა და ფულადი მასის საბანკო არხებში მოქცევის ხელშეწყობისათვის, საერთაშორისო პრაქტიკის, საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული მდგომარეობისა და მისი განვითარების ტენდენციების გათვალისწინებით დაიწყოს მუშაობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად.
10. საქართველოს საბანკო სისტემაში ფულის „გათეთრების“ წინააღმდეგ ადეკვატური პოლიტიკის გასატარებლად შემუშავდეს კომერციული ბანკების შესაბამისი საქმიანობის მონიტორინგისა და შემოწმების მეთოდიკური სახელმძღვანელო და კომერციული ბანკების ინსპექტირება მის საფუძველზე განხორციელდეს.
11. საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალიზაციის დონის გაზრდის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად 2003 წლის წმინდა მოგების 10 პროცენტი მიიმართოს ეროვნული ბანკის განაღდებული საწესდებო კაპიტალის გასაზრდელად.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2004 წლის 18 მაისი.
№50–Iს