1. რჩეული:
ა) უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას;
ბ) ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობას და განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას;
გ) განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ დროის რეგლამენტის დაცვას;
დ) ახდენს დამსწრე წევრთა რეგისტრაციას, ადასტურებს კვორუმის არსებობას, სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;
ვ) შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;
ზ) საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
2. რჩეული ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. რჩეული, საერთო კრების ყოველი შეკრებისას, საერთო კრების წინაშე წარდგება ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახებ.
ა) რჩეულის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ;
ბ) რჩეულის ანგარიში მტკიცდება საერთო კრების მიერ დამსწრეთა უმრავლესობით;
გ) თუ საერთო კრება არ დაამტკიცებს რჩეულის ანგარიშს, მისი უფლებამოსილების ავტომატურად გაგრძელება და მისი კანდიდატურის დაყენება რჩეულის კანდიდატურად არ შეიძლება მომდევნო საერთო კრებამდ