„საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 მარტის N43/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №123/04 |
|
2018 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 მარტის №43/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge), 29/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016226) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 1. დამტკიცდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი “ თანდართულ დანართებთან ერთად .“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის : ა ) მე -2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ “, „ო “ და „პ “ ქვეპუნქტები : „ნ ) ოფშორული ზონა – დანართი №2-ით განსაზღვრული ქვეყნები /ტერიტორიები ; ო ) იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული ოპერაცია (გარიგება ) – კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრებს (1500/3000) ქვემოთ მოცულობის ოპერაცია (გარიგება ), რომლის განხორციელებისას არ არის დადგენილი პირის სახელი , გვარი , რეზიდენტობა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი , ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი ). თუ ზემოჩამოთვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემები მოპოვებულია დისტანციური ფორმით კლიენტთან უშუალო კონტაქტის გარეშე და ამავდროულად არ არის ვერიფიცირებული სათანადო წესით , ოპერაცია (გარიგება ) ასევე განიხილება იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებულად ; პ ) შემოსავალი – პროვაიდერის მიერ მომხმარებლისგან ნაღდი თანხის მიღების ოპერაცია , რომლის შედეგადაც აღნიშნული თანხის აღრიცხვა ხორციელდება ამავე პროვაიდერის მომხმარებლის ელექტრონულ საფულეში .“; ბ ) მე -3 მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს ნებისმიერ ვალუტაში , ასევე , ელექტრონული ფულით განხორციელებულ ოპერაციებს (გარიგებებს ). 4. უცხოურ ვალუტაში (მათ შორის , უცხოური ვალუტით გამოსახული ელექტრონული ფულით ) განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში , ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით .“; გ ) მე -3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი : „81. თუ კლიენტს საანგარიო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე , ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად .“; დ ) მე -4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე 1“ ქვეპუნქტი : „ე 1) ინფორმაცია ელექტრონულ საფულეზე არსებული ნაშთების შესახებ რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №5-1).“; ე ) მე -4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ 1“ ქვეპუნქტი : „ვ 1) ინფორმაცია ფულადი გზავნილის სისტემების შესახებ (ფორმა №6-1).“; ვ ) მე -4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ნ ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №13).“; ზ ) მე -4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ 1“ ქვეპუნქტი : „ნ 1) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების /გარიგებების მიხედვით (ფორმა №13-1).“ თ ) მე -5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1.ფორმა მოიცავს პროვაიდერის დასახელებას , სამეთვაყურეო საბჭოს წევრების , მნიშვნელოვანი წილის მფლობელ (ებ )ის (10% და მეტი ), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ (ებ )ის , დირექტორების , მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის , საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საგადახდო მომსახურების განხორციელების ადგილების და შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების ) რაოდენობას , ასევე ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების ) და შეფასების შესახებ ინფორმაციას .“ ი ) მე -7 მუხლის მე -5 პუნქტი ამოღებულ იქნეს . კ ) მე -8 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. არარეზიდენტი პროვაიდერის ელექტრონულ საფულეზე გადარიცხვის (მათ შორის , ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციის ) შემთხვევაში ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება არარეზიდენტი პროვაიდერის რეგისტრაციის ადგილმდებარეობის ქვეყნის მიხედვით . ანალოგიური მიდგომა გამოიყენება არარეზიდენტი პროვაიდერის ელექტრონული საფულიდან თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში . ელექტრონული კომერციის ტრანზაქციების შემთხვევაში , ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება მერჩანტის რეგისტრაციის ქვეყნის მიხედვით . ქვეყნის გარედან ტრანზაქციის ტექნიკური საშუალებით ჩარიცხვის ან ქვეყნის გარეთ ასეთი ტექნიკური საშუალებით თანხის მიღების შემთხვევაში , ინფორმაცია აისახება ტექნიკური საშუალების ადგილმდებარეობის ქვეყნის შესაბამისად . ყველა სხვა საერთაშორისო ტრანზაქციის შემთხვევაში ინფორმაცია აისახება კონტრაგენტის მომსახურე ინსტიტუტის (სერვისცენტრი , სალარო და სხვ .) ადგილმდებარეობის ქვეყნის მიხედვით .“; ლ ) მე -9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი : „მუხლი 91. ინფორმაცია ელექტრონულ საფულეზე არსებული ნაშთების შესახებ რეზიდენტობის მიხედვით (ფ ორმა №5-1) 1. ფორმაში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის რეზიდენტობის მიხედვით , კლიენტების ელექტრონულ საფულეებზე არსებული ნაშთების (კლიენტის მოთხოვნა პროვაიდერის მიმართ ) შესახებ . 2. ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ , რომელთაც , საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ანგარიშზე უფიქსირდებათ ნაშთი ელექტრონულ საფულეზე .“; მ ) მე -10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101მუხლი : „მუხლი 101. ინფორმაცია ფულადი გზავნილის სისტემების შესახებ (ფორმა №6-1) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს პროვაიდერში არსებული თითოეული სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას . 2. ანგარიშგების ფორმაში , ასევე უნდა აისახოს ფულადი ფულადი გზავნილის სისტემების მიხედვით ტრანზაქციების როგორც დღიური , ასევე ერთჯერად ლიმიტი (სისტემის ) ეროვნულ ვალუტაში .“; ნ ) მე -12 მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო , მარკეტინგული და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს , გარდა , საადვოკატო , საბუღალტრო და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა . 4. აზარტული თამაშების საქმიანობების განმახორციელებელი პირები მოიცავს კომპანიებს , რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ლატარიის ბილეთების გაყიდვას , აზარტული თამაშების ავტომატების ექსპლუატაციას , ვირტუალური აზარტული თამაშების ვებგვერდ ების ექსპლუატაციას , ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას , კაზინოების ფუნქციონირებასთან („მცურავი კაზინოების “ ჩათვლით ).“; ო ) მე -12 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „7. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია , რომლთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის , საბრძოლო მასალების , სამხედრო ტექნიკის და ტრანსპორტის (ნაწილების ), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან /და ვაჭრობა , გარდა არაკოოპერირებად , საყურადღებო ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა .“; პ ) მე -12 მუხლის მე -11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ; „11. ფორმაში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ .“; ჟ ) მე -12 მუხლის მე -12 პუნქტი ამოღებულ იქნეს ; რ ) მე -12 მუხლის მე -14 და მე -15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „14. ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ , რომლებიც ახდენენ კლიენტების სახსრების (მათ შორის , საპენსიო დანაგროვთა ) მართვასა და ინვესტირებას . 15. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ , რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი , აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით , რომ მოახდინოს აქტივების ადმინისტრირება , მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის .“; ს ) მე -12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი : „151. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით , მოიცავს პირებს , რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (be№eficiary), ან /და სხვა პირები (protector და სხვ .).“; ტ ) მე -12 მუხლის მე -16 და მე -17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „16. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ , რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია უცხოურ ვალუტაზე ან /და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებზე ბინარული ოფციონებით ვაჭრობასთან (Forex and binary options კომპანიები და სხვ .); 17. ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები მოიცავს იურიდიული პირებს , რომელთა ერთ -ერთი საქმიანობას წარმოადგენს ვირტუალური ვალუტის ყიდვა -გაყიდვა ან კასტოდიანური მომსახურება .“; უ ) მე -12 მუხლის 22-ე და 23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „22. მაღალშემოსავლიანი პირები (High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს , რომელთა ელექტრონულ საფულეზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ბრუნვა მინიმუმ 30 000 (ოცდაათი ათასი ) ლარის (ეკვივალენტის ) ოდენობით ; 23. ფორმაში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები , რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას . საწარმოს ფილიალი ან /და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად .“; ფ ) მე -12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 პუნქტი : „231. კლიენტები , რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე საყურადღებო /ოფშორულ /არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებული პირია , არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ კლიენტებს .“; ქ ) მე -12 მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „25. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი , ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ -ერთ ფაქტორში . გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები: ,,პირები , რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით “, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები “ და ,,პირები , რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო /ოფშორულ /არაკოოპერირებად ზონებში “, რომლებშიც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება . მაგალითად , თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი , ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე , ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში . 26. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ფაქტორებს: „პირები , რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით “, „,პირები , რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო /ოფშორულ /არაკოოპერირებად ზონებში “ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები “, ინფორმაცია აღირიცხება სამივე ფაქტორში .“ ღ ) მე -17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 17. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №13) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -9 მუხლის შესაბამისად , საეჭვო სტატუსით , საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას . 2. პროვაიდერმა , ფორმის შევსების მიზნით , უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება ,“ „სხვა “) მიხედვით . 3. თუ გარიგების მხარეები არიან პროვაიდერის კლიენტები , ფორმაში აისახება ინფორმაცია ყველა მათგანის შესახებ (რეზიდენტობის შესაბამისად ). 4. იმ შემთხვევაში , თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა “, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი , ამასთან , მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალკ-ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად .“; ყ ) მე -17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი : „მუხლი 171. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების /გარიგებების მიხედვით (ფორმა №13-1) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -9 მუხლის შესაბამისად , საეჭვო სტატუსით , საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას . 2. პროვაიდერმა , ფორმის შევსების მიზნით , უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება პროდუქტების /გარიგებების ტიპების (ელექტრონული საფულის შევსება , ელექტრონული ფულის განაღდება და სხვ .) და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება ,“ „სხვა “) მიხედვით . 3. თუ საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ გარიგებაში , გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი , ფორმაში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ . 4. იმ შემთხვევაში , თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა “, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი , ამასთან , მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალკ -ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად .“; შ ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ პროდუქტების , ასევე , მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის ) შესახებ , რომლებიც პროვაიდერის მიერ მიჩნეულ იქნა მაღალი რისკის მატარებლად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით ), მიუხედავად იმისა , აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი ) საანგარიშო პერიოდში დანერგა თუ არა .“ ჩ ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი : „3. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის /მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული გარიგებების მოცულობის შესახებ .“ ც ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 24. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი 1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად , პროვაიდერი , ამ წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში , ელექტრონული /ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე “ (შემდგომ – პორტალი ). 2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე . 3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში . დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა . 4. პროვაიდერი ამ წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში , ეროვნულ ბანკს , პორტალის „მიმოწერის “ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას . 5. ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პროვაიდერში არსებული პოლიტიკა –პროცედურების , ასევე , პოლიტიკა -პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე , ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით . თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე , ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც . 6. ამ წესის 22-ე მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციის კითხვარით წარმოდგენის შემთხვევაში , კითხვარის დამოწმება ხდება ელექტრონული /ციფრული ხელმოწერით . 7. პროვაიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზით , პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში ანგარიშგების ან /და ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე : aml.offsite@nbg.gov.ge“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით . 4. დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით . |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|