„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის N61/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №120/04 |
|
2018 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016197) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „კ) ოფშორული ზონა - დანართი №2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები; ლ) იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული ოპერაცია (გარიგება) – კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრებს (1500/3000) ქვემოთ მოცულობის ოპერაცია (გარიგება), რომლის განხორციელების არ არის დადგენილი პირის სახელი, გვარი, რეზიდენტობა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი). თუ ზემოჩამოთვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემები მოპოვებულია დისტანციური ფორმით კლიენტთან უშუალო კონტაქტის გარეშე და ამავდროულად არ არის ვერიფიცირებული სათანადო წესით, ოპერაცია (გარიგება) ასევე განიხილება იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებულად.“ж ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. თუ კლიენტს საანგარიო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.“; გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №12).“; დ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №12-1).“; ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს მისოს დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის, დირექტორ(ებ)ის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების და შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების), საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წარმომადგენლობების, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების) და შეფასების შესახებ ინფორმაციას.“; ვ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ფორმაში აისახება ინფორმაცია ვალუტის ნაღდი ფორმით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი გარიგების შემთხვევაში აღემატება 10 000 ლარს (ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში).“; ზ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. ფორმაში აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი გარიგების, ან/და საანგარიშო პერიოდში ერთი კლიენტის მიერ დადებულ გარიგებათა ერთობლიობის შემთხვევაში საბლანკო და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში აღემატება 15 000, ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით, ასევე, ანტიკვარით ან/და ხელოვნების ნიმუშებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში 10 000 ლარს (ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში). 52. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ, თუ მსესხებელი არის ლომბარდი.“; თ) მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთა მიმართაც მისოს გააჩნია სასესხო ვალდებულება, გარდა იმ კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი საყურადღებო/ოფშორულ/არააკოოპერირებად ზონებში.“; ი) მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, გარდა საადვოკატო, საბუღალტრო და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა. 4. აზარტული თამაშების საქმიანობების განმახორციელებელი პირები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებასთან („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).“ კ) მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ლ) მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის და ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.“; მ) მე-13 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „10. ფორმაში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ.“; ნ) მე-13 მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ო) მე-13 მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ, რომლებიც ახდენენ კლიენტების სახსრების (მათ შორის, საპენსიო დანაგროვთა) მართვასა და ინვესტირებას. 17. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ მოახდინოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.“; პ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი: „171. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვ.).“; ჟ) მე-13 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია უცხოურ ვალუტაზე ან/და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებზე ბინარული ოფციონებით ვაჭრობასთან (Forex and binary options კომპანიები და სხვ.).“; რ) მე-13 მუხლის მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ს) მე-13 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. ფორმაში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.“; ტ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 პუნქტი: „231. კლიენტები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებული პირია, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ კლიენტებს.“; უ) მე-13 მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ–ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“ და ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონებში“, რომლებშიც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში. 26. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ფაქტორებს ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონებში“ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, ინფორმაცია აღირიცხება სამივე ფაქტორში.“; ფ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №12) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას. 2. მისომ, ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით. 3. თუ გარიგების მხარეები არიან მისოს კლიენტები, ფორმაში აისახება ინფორმაცია ყველა მათგანის შესახებ (რეზიდენტობის შესაბამისად). 4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალკ–ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.“; ქ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №12-1) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას. 2. მისომ, ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება პროდუქტების/გარიგებების ტიპების (ვალუტის კონვერტაცია, ფულადი გზავნილი და სხვ.) და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით. 3. თუ საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ გარიგებაში, გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ფორმაში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ. 4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალკ–ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.“; ღ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ, რომლებიც მისოს მიერ მიჩნეულ იქნა მაღალი რისკის მატარებლად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) საანგარიშო პერიოდში დანერგა თუ არა.“; ყ) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული გარიგებების მოცულობის შესახებ.“; შ) 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, მისო ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.“; ჩ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი 1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მისო, ამ წესის 23–ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ - პორტალი). 2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე. 3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა. 4. მისო ამ წესის 23–ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ეროვნულ ბანკს, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5. ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მისოში არსებული პოლიტიკა–პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც. 6. ამ წესის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციის კითხვარით წარმოდგენის შემთხვევაში, კითხვარის დამოწმება ხდება ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით. 7. მისოსგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დაემატოს დანართი №2 დანართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება 2018 წლის პირველი ნახევრის საანგარიშგებო პერიოდზე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|