„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2624-IIს
სარეგისტრაციო კოდი
300280000.05.001.018914
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ხანძრის ჩაქრობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ სახანძრო ჰიდრანტებიდან (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) მოპოვებული წყლის გამოყენებასთან, აღრიცხვასა და ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებული  საკითხების რეგულირება.“.

2. 391 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1)  წყლის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წყალმომარაგების გრაფიკის შესახებ;“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივნისი 2018 წ.

N2624-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.06.2018.
როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2624-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.05.001.018914.
რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2624-IIს, 27.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.018914 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4235656/