ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 29.06.2018
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016272
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/07/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (17)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დადგენის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის, ავტომანქანების პარკირების წესების დადგენისა და პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დადგენის შესახებ ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურისა და პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2018 წლის 29 ივნისი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე
დანართი №1
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1.
წინამდებარე წესი არეგულირებს თვითმმართველი თემის –
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს.
2.
წინამდებარე წესი არეგულირებს ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს იმ შემთხვევაშიც, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, არამედ პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა და ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას. (მაგ.: სასტუმროების მიერ საკუთარი ტაქსების ქონა, რომლებიც მოემსახურება თუნდაც მხოლოდ ამავე სასტუმროში დაბინავებულ პირს).
3.
წინამდებარე წესი არეგულირებს ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი თემის – ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიებზე პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემის წესებს.
4.
წინამდებარე წესი არ არეგულირებს:
ა)
ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ)
ავტოსადგურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ)
ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების სხვა პირისათვის გადაცემის საკითხებს;
დ)
ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების სადგურებში (მიწის ნაკვეთი და შენობა- ნაგებობები) ავტომანქანების პარკირების წესებს;
ე)
იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზე, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ სატრანსპორტო საშუალების პარკირება ხდება სამშენებლო მოედანზე ან/და ასეთი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან/და მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით არ ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.
მუხლი 2🔗.
ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის მიზანი
წინამდებარე წესის მიზანია:
ა)
ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
ბ)
ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
გ)
საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ)
ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
ე)
ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
ვ)
ავტომანქანის პარკირებისას ან/და მოძრაობისას დაბრკოლებების გამორიცხვა.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
ავტომანქანა – ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება;
ბ)
სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, თუ მისი წამყვანი წინამდებარე წესის შესაბამისად არ წარმოადგენს ქვეითს;
გ)
ტაქსი – შესაბამისი საცნობარო ნიშნის მქონე მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა არაერთჯერადად გადაყვანისათვის, მაგრამ აღნიშნული საქმიანობა არ წარმოადგენს რეგულარულ გადაყვანას.
დ)
პარკირება – ავტომანქანის მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა (დგომა), თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან ავტომანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვას;
ე)
პარკირების ადგილები – ავტომანქანების დგომისათვის განკუთვნილი ადგილები;
ვ)
პარკირების საერთო ადგილები – პარკირების ადგილები, სადაც პარკირების უფლება აქვს ყველა იმ ავტომანქანას, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ან ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს პარკირების საერთო ადგილები, ზოგადად აკრძალული არ არის კონკრეტული სახეობის ავტომანქანის შესვლა, მოძრაობა, დგომა ან გაჩერება;
ზ)
პარკირების სპეციალური ადგილები – პარკირების ადგილები, რომლებიც წინამდებარე წესის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების სფეროს ან/და სხვა ნიშნის მიხედვით დაჯგუფებული ავტომანქანების პარკირებისათვის;
თ)
საზოგადოებრივი სივრცე – განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ავტომანქანის მოძრაობისას ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის;
ი)
საზოგადოებრივი სივრცე – განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ავტომანქანის მოძრაობისას ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის;
კ)
ქუჩა – გზის ელემენტი, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში გადაადგილებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცის ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილი ნაწილი;
ლ)
ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
მ)
საგზაო მოძრაობა – გზაზე ადამიანისა და ტვირთის ავტომანქანით ან მის გარეშე გადაადგილებისათვის არსებული ურთიერთობები;
ნ)
საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
ო)
ქვეითი – პირი, რომელიც გზაზეა, მაგრამ არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ან არ ასრულებს რაიმე საგზაო სამუშაოს. ქვეითად ითვლება ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ეტლით ძრავის გარეშე, ასევე ველოსიპედის, მოპედის, მოტოციკლის, საჭაპანე ოთხთვალის (მარხილის) ურიკის, საბავშვო ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ეტლის წამყვანი;
პ)
სამშენებლო მოედანი – მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მისი მომსახურებისათვის.
ჟ)
პარკირების ორგანიზება – ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება;
რ)
პარკირების ორგანიზების უფლება – ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;
ს)
მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტი, რომელსაც წინამდებარე წესის შესაბამისად გადაცემული (მინიჭებული) აქვს პარკირების ორგანიზების უფლება.
მუხლი 4🔗.
საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
1.
ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ავტომანქანების ყველა სახეობის პარკირების ადგილების მიმართ, თუ ამავე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.
პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილები სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრით, ხოლო გზაჯვარედინებზე ქუჩების გადაკვეთის დაწყების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 3-4 მეტრით.
3.
აკრძალულია პარკირებისათვის გამოყენებულ იქნეს:
ა)
ის ადგილები, რომლებიც განკუთვნილია ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებისათვის;
ბ)
ავტობუსების, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის და მათი სვლაგეზის მიმართულებით მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის (ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის) განკუთვნილი ადგილები;
გ)
ქუჩა მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელზეც შესვლა ან მოძრაობა აკრძალულია.
4.
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში პარკირების ადგილების განსაზღვრისას, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
ა)
მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესები;
ბ)
მოსახლეობის სიმჭიდროვე;
გ)
სატრანსპორტო ნაკადი;
დ)
ქუჩების გამტარუნარიანობა;
ე)
საგზაო მოძრაობის წესები;
ვ)
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ზ)
საქალაქო და მუნიციპალიტეტებს შორის სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემა;
თ)
ეკოლოგიური მდგომარეობა;
ი)
საზოგადოების სხვა ინტერესები.
5.
პარკირების სპეციალურ ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რისთვისაც განკუთვნილია პარკირების აღნიშნული ადგილები, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან სხვა პირს, რომელიც მართავს შესაბამისი საცნობი ნიშნის მატარებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, პარკირების უფლება აქვს სპეციალური პარკირების ადგილებზე, თუ უახლოესი 100 მეტრის რადიუსში არ არის განსაზღვრული პარკირების საერთო ადგილები და ავტომანქანის პარკირება გამოწვეულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჩასხდომისათვის ან გადმოსხდომისათვის.
7.
ადგილები, სადაც პარკირება ფასიანია ან აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და შესაბამისი საგზაო მონიშვნით.
8.
ფასიანი პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნის გარდა აღჭურვილი უნდა იყოს პარკირების პირობების ამსახველი საინფორმაციო დაფით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოწყობილობებითა და საშუალებებით.
9.
ქუჩებში განსაზღვრული პარკირების ადგილები მონიშვნის ხაზით გამიჯნული უნდა იყოს ტერიტორიის სხვა ნაწილისაგან.
10.
აკრძალულია პარკირების ადგილზე ავტომანქანის პარკირება მონიშვნის ხაზის დარღვევით – მონიშვნის ხაზს გარეთ.
11.
სავალდებულოა პარკირების საერთო ადგილებზე რამდენიმე ადგილი გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის. ამ მიზნით გამოყოფილი ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
12.
სავალდებულოა პარკირების საერთო ადგილებზე რამდენიმე ადგილი გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის. ამ მიზნით გამოყოფილი ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
13.
იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ავტომანქანების პარკირებისათვის, პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა და თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.
14.
ამ მუხლის მე-13 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
15.
პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა არ ზღუდავს ან/და არ კრძალავს, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, გამოყენებულ იქნეს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქციარეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. თუ აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო ადგილებს მოიცავს მესამე პირისათვის გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, ასეთი გადაწყვეტილება შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-8 მუხლის ნორმები.
16.
პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა უფლებამისილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება, ადგილი, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვროს პარკირების ადგილად. ასეთი გადაწყვეტილება, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის შემთხვევაში, შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-8 მუხლის ნორმები.
მუხლი 5🔗.
პარკირების სახეობები
1.
წინამდებარე წესის მიზნებისათვის ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილები იყოფა ორ ძირითად სახეობად – პარკირების საერთო ადგილები და პარკირების სპეციალური ადგილები.
2.
პარკირების სპეციალური ადგილები თავის მხრივ იყოფა შემდეგ ქვესახეობებად:
ა)
ტაქსების პარკირების ადგილები;
ბ)
იმ ავტომანქანების პარკირების ადგილები, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში.
3.
წინამდებარე წესის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება ასევე ყველა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზეც, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის, მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.
4.
ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს პარკირების სპეციალური ადგილების სხვა ქვესახეობები. პარკირების სპეციალური ადგილების ქვესახეობის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს პარკირების აღნიშნული ადგილებით სარგებლობის წესებიც.
მუხლი 6🔗.
პარკირების ორგანიზება
1.
პარკირების ორგანიზებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია ან მესამე პირი წინამდებარე წესის შესაბამისად.
2.
მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა)
პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა);
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ)
პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
დ)
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებების მომზადება;
ე)
კონტროლის განხორციელებას ხელშეკრულების მხარის მიერ სახელშეკრულებო პირობების განხორციელებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებისა და სხვა შეტყობინებების გაგზავნას, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის დამატებითი ვადების დაწესებას, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის განხილვას, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას;
ვ)
მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების სპეციალური ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პარკირების სპეციალური ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების სპეციალური ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ზ)
პარკირების ორგანიზების უფლების წინამდებარე წესით გათვალისწინებული პირებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, რაც გაიცემა წერილის სახით;
თ)
პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას, პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას, თუ არ ხდება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემა;
ი)
საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
3.
პარკირების ადგილების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა)
პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ)
პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ)
პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ)
პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე)
პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ვ)
წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
4.
ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა)
პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ)
პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ)
პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ)
პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე)
პარკირების ადგილების მოწყობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის წერილით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ვ)
წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
5.
ქედის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია პარკირების ორგანიზება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.
მუხლი 7🔗.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
1.
წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას.
2.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ.
3.
პარკირების ორგანიზების უფლება პირდაპირი წესით, უსასყიდლოდ გადაეცემათ:
ა)
სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის ქედის მუნიციპალიტეტი;
გ)
სახელმწიფოს ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
დ)
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მხოლოდ სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ე)
ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს (ინდივიდუალური მეწარმე და კერძო სამართლის იურიდიული პირი) მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობა-ნაგებობების უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე, რომლებშიც აღნიშნული პირები ახორციელებენ თავიანთ ძირითად საქმიანობას;
4.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია, რაც გაიცემა წერილობით, თანხმობის სახით.
5.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის მოთხოვნასთან ერთად ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ქედის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენენ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართებული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.
6.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირებისათვის გადაცემული ადგილების, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობა განახორციელონ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხმობის წერილით დაწესებულ ვადაში.
7.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად.
მუხლი 8🔗.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
1.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას მხარეებს შორის ფორმდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება.
2.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება წერილობითია, მაგრამ იგი არ საჭიროებს სანოტარო ან/და სხვა წესით დადასტურებას (დამოწმებას), რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია უძრავ ნივთებთან დაკავშირებით დადებული გარიგებების ფორმის მიმართ.
4.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით.
5.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია:
ა)
გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სახელშეკრულებო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ)
გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
გ)
უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვრავს პარკირების ადგილად;
დ)
ადგილი, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხების, წყლის, კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ე)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
7.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით, გარდა „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება არ აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ აუნაზღაურდება პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
8.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას გარიგების გაფორმებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
მუხლი 9🔗.
პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1.
პარკირების საერთო ადგილებისათვის ძირთადად განისაზღვრება ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, თუ წინამდებარე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.
პარკირების საერთო ადგილებად დასაშვებია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის განსაზღვრა, თუ რომელიმე ქუჩაზე ან ქუჩის რომელიმე მონაკვეთში განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3.
აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4.
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი ან/და როცა აღნიშნულ ნაწილში ქუჩის სიგანე არის 18 მეტრზე მეტი.
5.
აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ქუჩების გარდა სხვა საზოგადოებრივი სივრცეების განსაზღვრა, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი.
6.
აკრძალულია პარკირების საერთო ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ქედის მუნიციპალიტეტის ადმინსიტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიების პარკირების საერთო ადგილებად გამოყენება. ასეთი ადგილები ქედის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ორგანოს (დაწესებულების) მიერ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პარკირებისათვის. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-7 მუხლის მოთხოვნები.
7.
პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, განსაზღვრავს პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 90- გრადუსიანი დგომა ან/დ 45-გრადუსიანი დგომა).
8.
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 10🔗.
პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე
1.
პარკირების საერთო ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით.
2.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქედის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირი მერიას წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების საერთო ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისა (მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას) და ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45- გრადუსიანი დგომა ან/და 90- გრადუსიანი დგომა), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.
3.
ქედის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში პარკირების საერთო ადგილების მოწყობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში მერიას უფლება არ აქვს უარი უთხრას დაინტერესებულ პირს პარკირების ადგილების მოწყობაზე.
4.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ან მოწყობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მერიის მიერ მიიღება წერილის სახით.
5.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილების მოწყობის თაობაზე მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად მოწყობის ვადებს.
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულად.
7.
პარკირების საერთო ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად დადგენილი ვადის დარღვევისას მერიის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის მოთხოვნით მერიას მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება იწყება თავიდან.
8.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მოთხოვნები.
9.
ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 11🔗.
პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
1.
პარკირების საერთო ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა.
2.
პარკირების საერთო ადგილზე ავტომანქანის დგომა არ ჩაითვლება ავტომანქანის პარკირების წესების დარღვევად, თუ ავტომანქანის დგომა ხდება მგზავრთა ჩასხდომა- გადმოსხდომისათვის საჭირო დროით.
3.
წინამდებარე წესის მე-14 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ტაქსად გამოყენებული ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილზე დგომა არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
4.
წინამდებარე წესის 17-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად პარკირების საერთო ადგილზე იმ ავტომანქანების დგომა, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაზიდვა-გადატანას, არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
5.
იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
7.
ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე პარკირების საერთო ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილებზე.
მუხლი 12🔗.
ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1.
ტაქსების პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნას ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომლიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში ქედის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.
2.
ტაქსების პარკირების ადგილებად დასაშვებია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3.
აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4.
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის ქუჩის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი.
5.
აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები.
6.
ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 13🔗.
ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
1.
ტაქსების პარკირების ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით.
2.
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილებას მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით იღებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია.
3.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქედის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირი მერიას წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ტაქსების პარკირების ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობას (მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.
4.
წარმოდგენილ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში მერიას უფლება არ აქვს უარი უთხრას დაინტერესებულ პირს ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობაზე.
5.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობის ან მოწყობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მერიის მიერ მიიღება წერილის სახით.
6.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობის თაობაზე მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად მოწყობის ვადებს.
7.
ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულად.
8.
ტაქსების პარკირების ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად დადგენილი ვადის დარღვევისას მერიის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობის მოთხოვნით მერიას მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება იწყება თავიდან.
9.
ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მოთხოვნები.
10.
ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 14🔗.
ტაქსების პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1.
ტაქსების პარკირების ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებიც ეწევიან მგზავრთა გადაყვანას, მაგრამ მათი საქმიანობა არ წარმოადგენს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს.
2.
წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის მგზავრების გადაყვანასთან ერთად იმ ტვირთვის გადაზიდვა, რომელიც თან აქვს მგზავრს, არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.
3.
აკრძალულია ტაქსად გამოყენებული ავტომანქანის პარკირება იმ ადგილებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტაქსების პარკირებისათვის.
4.
ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
5.
ტაქსში მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის საჭირო დროის განმავლობაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
6.
მგზავრის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, დასაშვებია მგზავრის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არაუმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
7.
ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
8.
ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.
9.
ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე განსაზღვრულ ტაქსების პარკირების ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განსაზღვრულ ტაქსების პარკირების ადგილებზე.
მუხლი 15🔗.
იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა საზოგადოებრივ სივრცეებში, ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1.
იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნას ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში ქედის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, თუ წინამდებარე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.
აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული პარკირების ადგილებად ქუჩებისა და ტროტუარების განსაზღვრა.
3.
საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე ამ მუხლით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია.
4.
ამ მუხლით გათვალისწინებულ პარკირების ადგილებზე, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემულია მესამე პირზე, მხოლოდ პარკირების ორგანიზების უფლების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით დასაშვებია მცირე ზომის კაფე-ბარების, საპირფარეშოების, საშხაპეების, ღია ავტოსამრეცხაოების და ოფისების მშენებლობა. პარკირების ადგილებზე, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის უფლება აქვს პირს, რომელზეც გადაცემულია პარკირების ორგანიზების უფლება.
მუხლი 16🔗.
იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
1.
იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით (შემდგომში – პარკირების ადგილები).
2.
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ადგილის მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირებისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-13 მუხლის ნორმები.
მუხლი 17🔗.
იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1.
წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ტვირთის გადაზიდვასთან ერთად ტვირთის მფლობელის ან სხვა პირის გადაყვანა არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.
2.
აკრძალულია ავტომანქანების, რომელიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირება იმ ადგილებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის აღნიშნული ავტომანქანების პარკირებისათვის.
3.
აკრძალულია ავტომანქანების, რომელიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ტაქსების პარკირება.
4.
ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
5.
ავტომანქანის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, დასაშვებია პირადი ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არა უმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
6.
ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ავტომანქანის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ამ ავტომანქანების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.
7.
ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე.
მუხლი 18🔗.
წესის დარღვევა:
პარკირების წესების დარღვევას მიეკუთვნება:
ა)
პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა;
ბ)
პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დგომის დადგენილი წესების (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა) დარღვევით ავტომანქანის პარკირება;
გ)
ქუჩის (მოედნის) გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;
დ)
შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას, ქუჩის იმ ადგილებზე ავტომანქანის პარკირება, სადაც აკრძალულია ავტომანქანის პარკირება;
ე)
პარკირების სპეციალურ ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად განსაზღვრული არ არის პარკირების სპეციალური ადგილები;
ვ)
იმ ავტომანქანების მიერ, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად გათვალისწინებულია ავტომანქანების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების სპეციალურ ადგილებზე დადგენილი წესის დარღვევით ავტომანქანის პარკირების განხორციელება;
ზ)
პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების დარღვევა;
თ)
პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების დარღვევა;
ი)
პარკირების ადგილების დადგენილი წესის დარღვევით განსაზღვრა;
კ)
ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების თვითნებურად განხორციელება;
ლ)
სხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც წინამდებარე წესით აკრძალულია, ასევე ქმედება, რომლის განხორციელებაც ხდება წინამდებარე წესისაგან განსხვავებულად.