„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №310 |
|
2018 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016329) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევა და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების შექმნა;“. 2. 36-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სერვერული და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, მონაცემთა შენახვისა და საინფორმაციო სერვისების გამართული მუშაობა;“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაცვის წესების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ბ) სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებით საკონტროლო სამუშაოების ჩატარება და, საჭიროებიდან გამომდინარე, გაუმჯობესების სამუშაოების დაგეგმვა/განხორციელება; გ) სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; დ) ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებთან სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაბამისობის უზრუნველყოფა;“. 3. 37-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის მიზანია სააგენტოს საინფორმაციო რესურსების, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურებების მომხმარებელი იურიდიული პირების მხარდაჭერა და მათთან ურთიერთობის განვითარება.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო და სანდო მომსახურების მიწოდების ხელშეწყობა.“; გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) იურიდიული პირებისათვის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევის მიზნით, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.“. 4. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარების სამსახური 1. სამსახურის მიზანია ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატებთან დაკავშირებული, ასევე სანდო (მათ შორის, კვალიფიციური სანდო) მომსახურებების განვითარება. 2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატებთან დაკავშირებული, ასევე სანდო (მათ შორის, კვალიფიციური სანდო) მომსახურებების: ა.ა) განვითარების შესაძლებლობების ძიება და განხორციელება; ა.ბ) განვითარების ამოცანების დროული და ხარისხიანი გადაწყვეტა; ა.გ) საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების თაობაზე ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება. 3. სამსახურის ფუნქციებია: ა) ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატებთან დაკავშირებული, ასევე სანდო (მათ შორის, კვალიფიციური სანდო) მომსახურებების: ა.ა) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ა.ბ) პროგრამული და ინფრასტრუქტურული განვითარების შესაძლებლობების შესწავლა, წინადადების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ა.გ) პროგრამული და ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა და განვითარება; ა.დ) ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიება და მათთან ურთიერთობების განვითარება; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების სფეროში კომპრომეტაციის შემთხვევების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; გ) გარე მომხმარებლებისთვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|