„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №309 |
|
2018 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016330) დამტკიცებული ტიპური დებულების მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების გაცემა, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა, გარდა ამ პუნქტის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა;“; ა.ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შედეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების განმეორებით გაცემა ვებგვერდიდან ჩამოტვირთული შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გზით, ასევე მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა;“; ბ) მე-4-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„ლ“, „ნ“-„რ“, „ს“, „ტ“, „ქ“-„ყ“, „ჩ“-„ძ“, „ჭ“, „ჯ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა ბინადრობის მოწმობის, მათ შორის, ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, გაცემისა. 5. ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ვ1“, „რ1“ „უ“, „ფ“, „შ“, „შ1“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ბინადრობის მოწმობის, მათ შორის, ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, გაცემისა. 6. ქუთაისის და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ1“ „ღ.ბ“, „ღ.გ“ და „ყ.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 61. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური: ა) ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“ და „ყ.ბ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ბ) განიხილავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებებს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ან პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ; გ) იღებს გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციის ან მისთვის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ; დ) ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის საჭირო ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას. 7. ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, გურჯაანის, გორის, დმანისის, ვანის, ზუგდიდის, თეთრიწყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მესტიის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ონის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ქობულეთის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 8. აბაშის, ადიგენის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, ბოლნისის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, მარტვილის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სიღნაღის, ტყიბულის, ქედის, შუახევის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონის და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 9. ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს (გარდა პირველი პუნქტის „ვ1“, „რ1“, „შ“, „შ1“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|