შპს ”პროგრესის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/24776-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/24776-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  2018 წლის 22 ივნისი      
ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე   თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი  (მოვალე) – შპს „პროგრესი“

წარმომადგენლები –  გიორგი ნიკოლაიშვილი, გიორგი შონია, ნონა წიკლაური

მოთხოვნა –  კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის  2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გიორგი თედორაძის განცხადება შპს „პროგრესის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.

კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ მალხაზ ალბორაშვილი, ედუარდ ოგანესიანი და ბესიკ სისვაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 30 მარტს, მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების შესახებ.

2018 წლის 21 მაისს 17:00 საათზე გამართულ კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოხსენება შპს „პროგრესის” გაკოტრების თაობაზე.

2018 წლის 30 მაისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოვალემ წარმოადგინა რეაბილიტაციის გეგმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით, შპს „პროგრესის’’ წარმომადგენლის გიორგი ნიკოლაიშვილის განცხადება დაკმაყოფილდა და მოვალის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის საქმის წარმოება, მოვალის მიერ 2018 წლის 02 მაისს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 32 პუნქტის თანახმად, სასამართლო ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული განჩინების გამოტანიდან 10 დღის ვადაში იწვევს კრედიტორთა კრებას. კრედიტორთა კრებამ მოწვევიდან 2 კვირის ვადაში უნდა აირჩიოს რეაბილიტაციის მმართველი. თუ ამ ვადაში რეაბილიტაციის მმართველი არ აირჩევა, მას სასამართლო ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო განჩინებით განსაზღვრავს რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლებს, წყვეტს მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს. რეაბილიტაციის მმართველის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.

საქმის წარმოების შემდგომი გაგრელებისთვის შპს ,,პროგრესის’’ კრედიტორთა კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2018 წლის 04 ივლისს 17:00 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზი №19  შემდეგი დღის წესრიგით: 

1.1.  რეაბილიტაციის მართველის არჩევა.

1.2.   მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                      თამარ  ბურჯანაძე.