📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2018
ძალის დაკარგვა 25.02.2019
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.134.016269
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 405 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2018 მიღება
25.02.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0.38 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2018 წლის 29 ივნისი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ქედის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №4 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.134.016123, 07/04/2014). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე დანართი ქედის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ 1. ქედის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X  ITL X C X K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ)  IMG  არის დაბა ქედის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.38-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან დაბა ქედაში ზონირება არ ხორციელდება); დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 80-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ქედაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0.38 1 0.24 80 7.30 3. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ქედისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.19 ლარს. 4. ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ქედისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.82 ლარს. 5. ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 18 ივნისის №407 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ქედისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.65 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.