შპს „ხაგის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16207-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/16207-16

 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 21 ივნისი

  ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „ხაგის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „ხაგის“ მიმართ.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „ხაგის“ კრედიტორთა კრება კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების, გაკოტრების მმართველის დანიშვნის დღის წესრიგით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნეს შპს „ხაგის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.

 1.2. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 04 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

3. დაევალოს შპს „ხაგის“ მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                         ლაშა ქოჩიაშვილი