,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის’’ დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 26 აგვისტოს №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №58 |
|
2018 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 26 აგვისტოს №62 ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016284) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-5 – მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 ოფისში პრაქტიკანტების მიღება წარმოებს სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან გასაუბრების საფუძველზე, ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. მუხლი 6 1. კანდიდატების სათანადო დოკუმენტაციის მომზადებასა და პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი. 2. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად მიღების შესახებ იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე. მუხლი 7 კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა (დანართი №1).“. 2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პრაქტიკის შესაბამისი ვადის გავლის ამოწურვიდან ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში პასუხისმგებელი კოორდინატორი წერილობით აფასებს პრაქტიკანტის მიერ გაწეულ საქმიანობას და აცნობებს ამომწურავ ინფორმაციას ადამიანური რესურსების დეპარტმენტს, რომელიც, თავის მხრივ, ინახავს აღნიშნულ ინფორმაციას შემდგომში მისი საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით.“. 3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14 ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების დეპარტამენტს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.“. 4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|