ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 210010000.35.132.016397
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2018
matsne.gov.ge 223 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 05.03.2019 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 27.05.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 21.10.2021 დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 29.07.2022 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ალაჭანი, კახოიანები, ტუშურები, წიკვლიაანთკარი და ჯერვალიძეებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 31.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №49 2018 წლის 28 ივნისი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველ­ზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განხორციელდეს კორექტირება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუ­ალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების (შემდგომში – აბონენტი) დასახ­ლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) და­რიცხვის თარიღში, რომელთაც 2018 წლის 1 მაისის შემდგომ მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე და ერთჯერადად დარიცხვის პერიოდი აღემატება ერთ თვეს. მუხლი 2🔗 პირველ მუხლში აღნიშნულ აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის (კორექტირების) ათვლის თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 1 მაისი. მუხლი 3🔗 დაევალოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისს სამსახურს/ოპერატორს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესით აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის კორექტირება. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქ­მედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იური­დიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთა­ვების მოსაკრებ­ლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლიტეტის 2015 წლის 27 ნოემბრის №32 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე