ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2018
ძალაში შესვლა 01.08.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016399
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 195 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2018 მიღება
01.08.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 15.02.2022 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 13.04.2021 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებისა და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 23.02.2024 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასურის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 25.02.2020 „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 30.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №51 2018 წლის 28 ივნისი ქ. ბათუმი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​2 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი  M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარით. მუხლი 2🔗 განისაზღვროს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი  M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის 20 (ოცი) ლარით. მუხლი 3🔗 ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი. მუხლი 4🔗 ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდა ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. მუხლი 5🔗 ნებართვის ფასის გადახდის ვადები: 1. M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, გადახდის თვის არაუგვიანეს 10 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M2 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით; 2. M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველკვარტალურად, მომდევნო კვარტლის პირველი თვის არაუგვიანეს 15 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M3 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით. მუხლი 6🔗 სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი განისაზღვროს 20 (ოცი) ლარის ოდენობით. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე