ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №345
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020661
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,035 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტექნიკური რეგლამენტი − ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ 1. დოკუმენტის ნომერი /Document number 91% 11.04.2023 სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 28.12.2017 ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 26.06.2018 მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 05.06.2018 ტექნიკური რეგლამენტი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ დეზინფექციის დონე 89% 14.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №345 2018 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის  შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ვეტერინარული პრეპარატების წარმოების, შენახვის, გადაზიდვის, აღრიცხვისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №436 დადგენილება; ბ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების (ვეტერინარული აფთიაქები, სავაჭრო ობიექტები, კლინიკები, კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ობიექტები) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-215 ბრძანება; გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორიების (სადიაგნოსტიკო განყოფილების) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 4 მაისის №2-74 ბრძანება. მუხლი 3🔗 1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული   „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“ პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს  2018 წლის პირველი სექტემბრიდან. 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“ პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი  იანვრიდან. საქართველოს პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების – ვეტერინარული პრეპარატების საწარმოს, ვეტერინარული აფთიაქის, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტის, ვეტერინარული სამკურნალოს (კლინიკის), ვეტერინარული კოსმეტიკური კაბინეტის, ზოომაღაზიისა და ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. 2. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელმა ბიზნესოპერატორებმა უნდა დაიცვან ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიწისზედა და წყლის ცხოველების კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 3. ვეტერინარულ აფთიაქში, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტში, ვეტერინარულ სამკურნალოში (კლინიკაში), ვეტერინარულ კოსმეტიკურ კაბინეტში, თავშესაფარში ვეტერინარული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ ვეტერინარმა ან/და ვეტერინარმა ტექნიკოსმა. 4. ზოომაღაზიებში ვეტერინარული საქმიანობა ვეტერინარის ან/და ვეტერინარი ტექნიკოსის გარდა შეიძლება განახორციელოს მეცხოველემაც. 5. იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ახორციელებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ რამდენიმე საქმიანობას, ის ვალდებულია, დაიცვას ამ საქმიანობებთან დაკავშირებული ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები. 6. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის/ საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 7. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი –სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 8. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში. 9. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ნარჩენების მართვა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ვეტერინარული პრეპარატების საწარმო – ობიექტი, სადაც ხორციელდება ვეტერინარული პრეპარატის სერიული წარმოება ან/და დაფასოება; ბ) ვეტერინარული აფთიაქი/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტი – ობიექტი, სადაც ხორციელდება ვეტერინარული პრეპარატების, ცხოველთა საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა ჰიგიენური და მოვლის საშუალებებისა და ვეტერინარული დანიშნულების საგნებისა და აქსესუარების რეალიზაცია; გ) ვეტერინარული სამკურნალო (კლინიკა) – ობიექტი, სადაც ხორციელდება სამკურნალო-პროფილაქტიკური საქმიანობა, ქირურგიული და გინეკოლოგიური ოპერაციები, ასევე სხვა სახის ვეტერინარული მომსახურება; დ) ვეტერინარული კოსმეტიკური კაბინეტი – ობიექტი, სადაც ხორციელდება ცხოველთა კოსმეტიკური მომსახურება; ე) ზოომაღაზია – ობიექტი, სადაც ხორციელდება ცხოველის, მათ შორის, ფრინველის, ცხოველთა საკვებისა და საკვებდანამატის, ცხოველთა ჰიგიენური და მოვლის საშუალებების, ვეტერინარული დანიშნულების საგნებისა და აქსესუარების რეალიზაცია; ვ) ცხოველთა თავშესაფარი – ობიექტი, სადაც ხორციელდება მიუსაფარი შინაური ბინადარი ცხოველების მუდმივი მოვლა-შენახვა; ზ) ვეტერინარული დანიშნულების საგნები – ვეტერინარული მომსახურებისა და ცხოველთა მოვლისათვის გამოსაყენებელი საგნები, ასევე ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ინსტრუმენტები, მოწყობილობები, დანადგარები, ტექნიკა, შესახვევი მასალა და სხვა;  თ) ვეტერინარი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;  ი) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული დიპლომი ან სერტიფიკატი; კ) ფალსიფიცირებული ვეტერინარული პრეპარატი – დადგენილი შემადგენლობის ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით მიზანმიმართულად არასწორად ეტიკეტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი; ლ) ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი – ფარმაკოპეის სტანდარტით, დადგენილი სტანდარტით ან სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვარგისიანობის ვადაგასული პრეპარატი; მ) უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატი – ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების, ლაბორატორიული გამოკვლევით სტანდარტთან შეუსაბამო, ჰერმეტულობის, პირველადი შეფუთვის დარღვევისა და სხვა დეფექტის მქონე ვეტერინარული პრეპარატი. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3🔗. ვეტერინარული პრეპარატების საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. დაუშვებელია საქართველოში არარეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მზადდება რეგისტრაციისთვის, ექსპერიმენტული კვლევისა და ექსპორტისათვის. 2. ვეტერინარული პრეპარატების საწარმოს მიერ დამზადებული ვეტერინარული პრეპარატების ყველა სერია ექვემდებარება შიდა საწარმოო კონტროლს (ლაბორატორიულ კვლევას), რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერებით ან/და დოკუმენტებით. 3. ვეტერინარული პრეპარატების საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) შენობის კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების, საჭიროების შემთხვევაში, დეზინფექციის საშუალებას შესაბამისი ნორმების დაცვით; ბ) შესაბამისი ინვენტარისა და მოწყობილობების დასუფთავება უნდა ხორციელდებოდეს საწარმოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად; გ) ყველა ვეტერინარული პრეპარატის წარმოება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 4. ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას: ა) შესანახი სათავსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარადით, ქვეშსადებითა და თაროთი, მათი განლაგება ხელს არ უნდა უშლიდეს ნორმალურ განათებას. ამასთანავე, თაროებს შორის მანძილი უნდა უზრუნველყოფდეს ვეტერინარულ პრეპარატებთან თავისუფალ მისვლას; ბ) გათვალისწინებული უნდა იქნეს სინათლის, ჰაერის, ტენის, სითბოსა და სხვა ფაქტორების ვეტერინარულ პრეპარატზე არახელსაყრელი ზემოქმედების რისკი; გ) გათვალისწინებული უნდა იქნეს ფიზიკურ-ქიმიური თავსებადობა ვეტერინარულ პრეპარატებს შორის; დ) გათვალისწინებული უნდა იქნეს ცეცხლსაშიშროება და აალების რისკი; ე) იმუნოლოგიური ვეტერინარული პრეპარატების შენახვისათვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დასაცავად სათავსი აღჭურვილი უნდა იყოს კარადა-მაცივრით ან/და სამაცივრე ოთახით. პრეპარატები უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე, სახეობების მიხედვით; ვ) შესანახ სათავსში ტემპერატურის, ჰაერის ტენიანობის შემოწმება და აღრიცხვა უნდა ხდებოდეს სისტემატურად; ზ) სათავსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სავენტილაციო სისტემით; თ) ერთისა და იმავე დასახელების ვეტერინარული პრეპარატები უნდა ინახებოდეს სერიის მიხედვით, ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით; ი) უნდა ინახებოდეს ეტიკეტით ან/და თანმხლები ინსტრუქციით განსაზღვრულ პირობებში; კ) შენახვისა და ტრანსპორტირებისას ტარაზე დატანილი უნდა იქნეს ინფორმაცია პროდუქციის სახელწოდების, რაოდენობის, დამზადების სერიის ნომრის, თარიღის, ვარგისიანობის ვადისა და დამამზადებელი საწარმოს შესახებ; ლ) არ უნდა იქნეს დარღვეული საწარმოო შეფუთვის (პირველადი შეფუთვა) მთლიანობა. 5. ვეტერინარული პრეპარატების საწარმოში წარმოებულ ვეტერინარული პრეპარატის ხარისხზე/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი. მუხლი 4🔗. ვეტერინარული აფთიაქის, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ვეტერინარული აფთიაქი, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) განთავსებული უნდა იყოს იზოლირებულ შენობაში ან შენობაში –იზოლირებულად. ჰქონდეს ვენტილაცია, შენობის კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებას; ბ) სარეალიზაციოდ დაშვებული უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატები. არ უნდა მოხდეს ვადაგასული, ფალსიფიცირებული და უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების რეალიზაცია; გ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვეტერინარული პრეპარატების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში ან ელექტრონული ფორმით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს ვეტერინარული პრეპარატის დასახელება, რაოდენობა, მიღების თარიღი, მიმწოდებლის დასახელება, სერიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა; დ) ვეტერინარული პრეპარატების მიღების, შენახვისა და გაცემის დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს სამი წლის განმავლობაში; ე) ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი საქმიანობის განხორციელებისას შემოსილი უნდა იყოს სპეციალურ ტანსაცმელში; ვ) დაუშვებელია გაცემული ვეტერინარული პრეპარატების უკან მიღება. 2. ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას დაცული უნდა იქნეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები. 3. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებში შეტანილი ნივთიერებების შენახვის წესი რეგულირდება „ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებით.  მუხლი 5🔗. ვეტერინარული სამკურნალოს (კლინიკის) საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ვეტერინარული სამკურნალო (კლინიკა) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) განთავსებული უნდა იქნეს იზოლირებულ შენობაში ან შენობაში – იზოლირებულად. ჰქონდეს ვენტილაცია, კანალიზაცია, ცხელი და ცივი წყალმომარაგება, სანიტარიული კვანძი, ოთახების (სადაც ხდება ცხოველთა მიღება, მკურნალობა და სტაციონარული შენახვა) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების/დეზინფექციის საშუალებას; ბ) ცალკე უნდა იქნეს გამოყოფილი მიმღები, თერაპიული და ქირურგიული განყოფილებები (კაბინეტები). დიაგნოსტიკური განყოფილების (რენტგენის კაბინეტი, ლაბორატორია და სხვა) და სტაციონარის არსებობისას, შესაბამისი განყოფილებები უნდა იყოს იზოლირებული; გ) არსებული სამედიცინო მოწყობილობები, ავეჯი, ინვენტარი უნდა შეესაბამებოდეს სამკურნალო საქმიანობასა და ტექნიკურ პირობებს, იყოს გამართულ მდგომარეობაში, ჰქონდეს ჰიგიენური საფარი, რაც უზრუნველყოფს მათ სველი წესით დასუფთავებასა და დეზინფექციას; დ) სანიტარიულ-ტექნიკური ხელსაწყოები და მოწყობილობები (ონკანები, ნიჟარები, აბაზანები, უნიტაზები და სხვა) უნდა იწმინდებოდეს სისტემატურად, არ უნდა ჰქონდეს ბზარები და სხვა დეფექტები; ე) ინსტრუმენტების, ხელსაწყოებისა და მოწყობილობების დასუფთავება, დეზინფექცია, სტერილიზაცია უნდა ხორციელდებოდეს სტანდარტის შესაბამისად; ვ) გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატები. დაუშვებელია ვადაგასული, ფალსიფიცირებული და უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება; ზ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, ზოონოზური, გადამდები და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; თ) ქირურგიული, გინეკოლოგიური, კოსმეტიკური და სხვა ვეტერინარული მომსახურება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; ი) გადამდებ დაავადებებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა ეცნობოს სააგენტოს; კ) საჭიროების შემთხვევაში, პათოლოგიური მასალა უნდა იქნეს აღებული და ლაბორატორიაში გაგზავნილი შემდგომი გამოკვლევის მიზნით, შესაბამისი წესის დაცვით; ლ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვეტერინარული პრეპარატების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში ან ელექტრონული ფორმით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს: ვეტერინარული პრეპარატის დასახელება, რაოდენობა, მიღების თარიღი, მიმწოდებლის დასახელება, სერიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა. მრავალდოზიანი ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისას მიეთითოს პირველადი შეფუთვის დარღვევის წელი, თვე, რიცხვი და დრო; მ) ვეტერინარმა/ვეტერინარმა ტექნიკოსმა თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე უნდა აწარმოოს ჩანაწერები ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს ვეტერინარული სამკურნალოს (კლინიკის) საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს; ნ) ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი საქმიანობის განხორციელებისას შემოსილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით. 2. ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას დაცული უნდა იქნეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები. 3. დაცული უნდა იქნეს ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი.  მუხლი 6🔗. ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ცხოველთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) განთავსებული უნდა იყოს იზოლირებულად, საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით და უნდა იყოს შემოსაზღვრული;  ბ) ცხოველები მოთავსებულნი უნდა იყონ შენობაში ან ვოლიერებში;  გ) ჰქონდეს ვენტილაცია, კანალიზაცია, ცხელი და ცივი წყალმომარაგება; დ) შენობის ოთახების, ვოლიერის (სადაც ხდება ცხოველთა განთავსება და მომსახურება) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებასა და დეზინფექციას; ე) არსებული მოწყობილობები, ავეჯი, ინვენტარი უნდა შეესაბამებოდეს საქმიანობასა და ტექნიკურ პირობებს, იყოს გამართულ მდგომარეობაში, ჰქონდეს ჰიგიენური საფარი, რაც უზრუნველყოფს მათ სველი წესით დასუფთავებასა და დეზინფექციას; ვ) სანიტარიულ-ტექნიკური ხელსაწყოები და მოწყობილობები (ონკანები, ნიჟარები, აბაზანები, უნიტაზები და სხვა) უნდა იწმინდებოდეს, არ უნდა ჰქონდეს ბზარები და სხვა დეფექტები; ზ) ინსტრუმენტების, ხელსაწყოებისა და მოწყობილობების დასუფთავება, დეზინფექცია, სტერილიზაცია უნდა ხორციელდებოდეს სტანდარტის შესაბამისად; თ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, ზოონოზური, გადამდები და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს დადგენილი წესების შესაბამისად;  ი) ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესების შესაბამისად; კ) გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატები. დაუშვებელია ვადაგასული, ფალსიფიცირებული და უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება; ლ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ვეტერინარული პრეპარატების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში ან ელექტრონული ფორმით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს: ვეტერინარული პრეპარატის დასახელება, რაოდენობა, მიღების თარიღი, მიმწოდებლის დასახელება, სერიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა. მრავალდოზიანი ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისას მიეთითოს პირველადი შეფუთვის დარღვევის დრო; მ) კანონმდებლობის შესაბამისად, გადამდებ დაავადებებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა- მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს; ნ) ვეტერინარმა თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე უნდა აწარმოოს ჩანაწერები ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს; ო) ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი შემოსილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით; პ) ვეტერინარული მომსახურების შედეგად მიღებული ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას დაცული უნდა იქნეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები. 3. დაცული უნდა იქნეს ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი.  მუხლი 7🔗. ვეტერინარული კოსმეტიკური კაბინეტის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) განთავსებული უნდა იყოს იზოლირებულ შენობაში ან შენობაში – იზოლირებულად. ჰქონდეს ვენტილაცია, კანალიზაცია, ცხელი და ცივი წყალმომარაგება, შენობის ოთახების (სადაც ხდება ცხოველთა მიღება და მომსახურება) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებას; ბ) გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატები. დაუშვებელია ვადაგასული, ფალსიფიცირებული და უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება; გ) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ვეტერინარული პრეპარატების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში ან ელექტრონული ფორმით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს: ვეტერინარული პრეპარატის დასახელება, რაოდენობა, მიღების თარიღი, მიმწოდებლის დასახელება, სერიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა. მრავალდოზიანი ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისას მიეთითოს პირველადი შეფუთვის დარღვევის წელი, თვე, რიცხვი და დრო; დ) კანონმდებლობის შესაბამისად, გადამდებ დაავადებებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს; ე) ვეტერინარმა/ვეტერინარმა ტექნიკოსმა თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე უნდა აწარმოოს ჩანაწერები, ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტების საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს; ვ) ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი შემოსილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით;  ზ) ვეტერინარული მომსახურების შედეგად მიღებული ნარჩენების მართვა უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას დაცული უნდა იქნეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები. 3. დაცული უნდა იქნეს ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი.  მუხლი 8🔗. ზოომაღაზიის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ზოომაღაზია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) განთავსებული უნდა იყოს იზოლირებულ შენობაში ან შენობაში –იზოლირებულად, ჰქონდეს ვენტილაცია, წყალმომარაგება, ოთახების (სადაც ხდება ცხოველთა განთავსება) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებას; ბ) უნდა მოხდეს ჯანმრთელი ცხოველების/ფრინველების რეალიზაცია და მოვლა-შენახვის პირობების დაცვა; გ) ინვენტარი უნდა უზრუნველყოფდეს სარეალიზაციო ცხოველების მოვლა-შენახვისათვის და ბუნებრივი ქცევისთვის საჭირო პირობების შექმნას, რომელიც ითვალისწინებს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესფაქტორებისაგან დაცვას; დ) დაუშვებელია ვეტერინარული პრეპარატების რეალიზაცია და ცხოველის მკურნალობა; ე) კანონმდებლობის შესაბამისად, გადამდებ დაავადებებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს; ვ) ვეტერინარმა/ვეტერინარმა ტექნიკოსმა/მეცხოველემ თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში აწარმოოს ჩანაწერები, რომელიც უნდა ასახავდეს ზოომაღაზიის საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს; ზ) ვეტერინარული მომსახურების შედეგად მიღებული ნარჩენების მართვა უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. დაცული უნდა იქნეს ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი.