„ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.124.016328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2018 წლის 29 ივნისი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული  პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული)  ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №33 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე  (www.matsne.gov.ge), 02.05.2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016309) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 1061 მუხლის მე-14 ნაწილისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ( ბალანსზე რიცხული)  ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი.“;

ბ) პირველი მუხლი  (ზოგადი დებულებანი)  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული  პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული)  ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული  პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული)  ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს.“;

გ) მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტებება)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაწესებულება – მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამარლის იურიდიული პირი;“;

დ) მე-4 მუხლის (ინვენტარიზაციის ჩატარების საერთო წესი) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი კომისიის მიერ წარმოდგენილ ინვენტარიზაციის შედეგებს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.“;

ე) მე-4 მუხლს (ინვენტარიზაციის ჩატარების საერთო წესი) დაემატოს მე-15 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საინვენტარიზაციო კომისია პასუხისმგებელია:

ა) საინვენტარიზაციო აღწერებში არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შესახებ ჩანაწერების შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე;

ბ) საინვენტარიზაციო აღწერებში აქტივების განსხვავებული ნიშნების (ტიპი, ხარისხი,ზომა, რიგითი ნომერი და ა.შ.) სწორად შეტანაზე.“;

ვ) მე-4 მუხლს (ინვენტარიზაციის ჩატარების საერთო წესი) დაემატოს მე-16 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე.“;

ზ) მე-4 მუხლს (ინვენტარიზაციის ჩატარების საერთო წესი) დაემატოს მე-17 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. საივენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე  საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე.“;

თ) მე-6 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

1. საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელი  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი ქონების ჩამოწერის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის საფუძველზეც კომისია ექსპერტის/აუდიტორის დასკვნის შესაბამისად ადგენს ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი  ქონების ჩამოწერის აქტს.

2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.

3. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი იმ ქონების ჩამოწერის საკითხს, რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, წყვეტს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელი მერთან შეთანხმებით და პასუხისმგებელია ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტების სისწორეზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე