„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22-75 |
|
2018 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლის, 771 და 772 მუხლების, 1511 მუხლის, 1523 მუხლის, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 31 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 და 772 მუხლებით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).“.
3. დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 და 772 მუხლებით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართის №1);“.
4. დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 და 772 მუხლებით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“;
ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 და 772 მუხლებით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 555 მუხლით, 771 და 772 მუხლებით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“;
გ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 და 772 მუხლებით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის პასუხისმგებელი საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ.
3. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 და 772 მუხლებით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში – ჟურნალი).“.
|