1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, თუ გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეხება მესამე პირის ინტერესებს. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მერის წერილობითი დავალების საფუძველზე.
2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება მერიის და სამსახურების სამუშაოთა გეგმებით, აგრეთვე მერის დავალებები