📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2018
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016256
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 536 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.01.2018 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 25.01.2018 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 31.01.2023 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.12.2017 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 21.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2018 წლის 29 ივნისი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის,  „ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს   კანონის მე-20  მუხლისა და 25-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014 ქლის 27 ნოემბრის №34 დადგენილება (ვებგვერდი, 02.12.2014,  სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.151.016172) „ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და  სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების  დამტკიცების  შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე დანართი №1 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის  სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განვითარების   სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახური 1. მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას , მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას , მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებას ; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება -განხორციელებას და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას .  2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად . 3. სამსახურის ადგილსამყოფელია : დ აბა სტეფანწმინდა ,ალ . ყაზბეგის ქუჩა №1. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთუელის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან . 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთუელის ხელმძღვანელი  - სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და  სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით და სამსახურის უფროსის  სამუშაოთა აღწერილობით . პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის  უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი . 3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -14 მუხლით . სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით . 4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად . მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას ; ბ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას , უფლებრივ ზონირებას ; გ ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას ; დ ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას ; ე ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას ; ვ ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ; ზ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ; თ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ;  ი ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ; კ ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე ბრძანებების შემუშავებას ; ლ ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების , ხიდების , გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის , მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ; მ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .