1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქმნის კომისიას.

2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესით.

3. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

4. კომისია დამოუკიდებელია. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

5. კომისია, საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით და ამ წესის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგენს ოქმს, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6. ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოშ