„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.140.016357
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2018 წლის 2 ივლისი

დაბა ასპინძა

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017წ., 010260000.35.140.016281) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი);

გ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი განათლების, კულტურის და ტურიზმის განვითარების საკითხებში ( შემდგომში – უფროსი სპეციალისტი);

დ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში (შემდგომში–უფროსი სპეციალისტი);

ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის საკითხებში (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი).“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 4. სამსახურის განყოფილების ფუნქციები

1. მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას უძღვება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. განყოფილების უფროსს და მოსამსახურეებს (სპეციალისტებს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი.

4. განყოფილება უზრუნველყოფს დებულების მე-3 მუხლში მითითებული ფუნქციების შესრულებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე