„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.140.016358
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2018 წლის 2 ივლისი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017 წ., 010260020.35.140.016282) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი);

გ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში;

დ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში;“.

2. მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ხელმძღვანელია პროფესიული საჯარო მოხელე – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობებით    (თანამდებობრივი ინსტრუქციით ).

3. მე-4  მუხლის პირველი პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილება უზრუნველყოფს:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

 

 

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.07.2018.
როდის იქნა მიღებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 02.07.2018. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.140.016358.
რამდენი მუხლისგან შედგება „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №52, 02.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016358 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4241361/